საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გელა სამხარაული საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეის პირველ პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა

მედია და საზოგადოება 28 Feb 2019
გელა სამხარაული საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეის პირველ პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა

პარლამენტის წევრმა გელა სამხარაულმა პოლონეთში, საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეის პირველი პლენარული სესიის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა და ადგილობრივი თვითმართველობის საკითხებზე სიტყვით გამოვიდა.

გელა სამხარაულმა თავის გამოსვლაში, მთავარი აქცენტები ორი ქვეყნის, საქართველოსა და პოლონეთის, თვითმმათველობის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გააკეთა. მის განცხადებით, სრულფასოვანი ადგილობრივი თვითმმართველობის შექმნა და მმართველობის სისტემის რეფორმირება ის სფეროა, რომელშიც ქართული და პოლონური მხარე აქტიურად თანამშრომლობს და საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში ამ თემებზე მსჯელობა ამ თანამშრომლობას უფრო მაღალ ხარისხში აიყვანს და შედეგიანს გახდის.

„დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს საზომი თვითმმართველობით პრინციპებზე აგებული პოლიტიკური სისტემის არსებობაა. სისტემის, რომელიც ქმნის პირობებს, საერთო ეროვნული და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტა იყოს დელეგირებული ადგილობრივ დონეზე და რაც მთავარია, საკუთარი უფლებამოსილებების განსახორციელებლად, ადგილობრივი ორგანოები იყვნენ საკმარისად აღჭურვილნი ფინანსური სახსრებით“, - განაცხადა გელა სამხარაულმა.

დეპუტატმა მიმოიხილა თვითმმათველობის განვითარების ეტაპები და სისტემური გამოწვევები. როგორც მან განაცხადა, „დემოკრატიულ სახელმწიფოს სჭირდება ძლიერი და ეფექტიანი ადგილობრივი თვითმმართველობი, რომლებიც უზრუნველყოფენ ხელისუფლების მაქსიმალურ სიახლოვეს მოსახლეობასთან, ხელისუფლების ლეგიტიმურობისა და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების მიზნით“.

ქართველი პარლამენტარის განცხადებით, რეგიონული განვითარება, მმართველობითი სისტემის დეცენტრალიზაცია და სრულფასოვანი ადგილობრივი თვითმმართველობის შექმნა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი გახდა.

„თვითმმართველობის რეფორმირების საკითხი, ამა თუ იმ დოზით, ყოველთვის იდგა პოლიტიკური დღის წესრიგში. თუმცა, რეალურად, ჩვენს სახელისუფლებო ძალას აღმოაჩნდა პოლიტიკური ნება, უარი ეთქვა ხელისუფლების ცენტრიდან კონტროლის მექანიზმების ხელიდან გაშვებაზე და ქვეყანაში რეალური დეცენტრალიზაციის განხორციელებისკენ კონკრეტული ნაბიჯები გადაედგა. დეცენტრალიზაცია უნდა განხორციელდეს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებით, თვითმმართველი ერთეულის მნიშვნელობის გაზრდითა და საჯარო პროცესებში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფით", - განაცხადა გელა სამხარაულმა. 

მან ასევე ისაუბრა დეცენტრალიზაციის ხელშესაწყობად განხორციელებულ კონკრეტულ საკანონმდებლო ცვლილებებზე და კონსტიტუციურ გარანტიებზე, მიმოიხილა 2019-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგიული მიმართულებები.

პარლამენტის წევრის განცხადებით, თვითმმართველობის განხორციელების მთავარი პირობა გადაწყვეტილების მიღების ავტონომიურობაა. „აუცილებელია ადგილობრივი ინტერესების გათვალისწინება პოლიტიკის ფორმირების და განხორციელების პროცესში, მოსახლეობის საჭიროებებს მორგებული გადაწყვეტილების მიღება, თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალობა და მათ საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობა. მნიშვნელოვანია ადგილობრივი ჩართულობის დამატებითი მექანიზმების შექმნაც და მასში ახალგაზრდების და ქალების წახალისება. საჭიროა მოსახლეობის აღჭურვა ამ მექანიზმების გამოყენებისთვის საჭირო უნარებით“,- განაცხადა გელა სამხარაულმა.

დასასრულ, პარლამენტის წევრმა აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს სურვილი პოლონეთთან თანამშრომლობით, მისი გამოცდილების გაზიარებით, წარმატებით განახორციელოს დაწყებული რეფორმა და ადგილობრივ დონეზე არსებული პრობლემების მოგვარება მიანდოს ხალხთან ყველაზე ახლოს მდგომ ხელისუფლებებს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 Apr 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 Nov 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 Nov 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 May 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 May 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R