საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გენადი მარგველაშვილი: „ხარისხიანი სკოლამდელი განათლების მიღება მნიშვნელოვანია, განათლების შემდგომ საფეხურებზე, როგორც აკადემიური ისე სოციალური წარმატებისათვის

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი 22 სექტემბერი 2020
გენადი მარგველაშვილი: „ხარისხიანი სკოლამდელი განათლების მიღება მნიშვნელოვანია, განათლების შემდგომ საფეხურებზე, როგორც აკადემიური ისე სოციალური წარმატებისათვის

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა ხარისხიან სკოლამდელ განათლებაზე ყველა ბავშვის თანაბარი ხელმისაწვდომობის შესწავლასთან დაკავშირებით შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის შეხვედრა აღნიშნული საკითხით დაინტერესებულ პირებთან გამართა.

შეხვედრა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა. 

შეხვედრას ესწრებოდნენ  მუნიციპალიტეტების ბაგა ბაღების გაერთიანებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კომიტეტის თავმჯდომარის, გენადი მარგველაშვილის განცხადებით, ხარისხიანი სკოლამდელი განათლება ბავშვს შესაძლებლობას აძლევს ისწავლოს ცვლილებების მიმართ ადაპტაცია, გამოიმუშაოს შესაბამისი უნარები, თუ როგორ დაძლიოს პრობლემები. სკოლამდელი აღზრდის როლი ბავშვის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია. 

„ხარისხიანი სკოლამდელი განათლების მიღება, განათლების შემდგომ საფეხურებზე სკოლასა თუ უნივერსიტეტში მნიშვნელოვანია, როგორც აკადემიური ისე სოციალური წარმატებისათვის”, - განაცხადა გენადი მარგველაშვილმა. 

შეხვედრაზე განიხილეს  სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის რეკომენდაციები.  შეხვედრაში მონაწილეებმა  ისაუბრეს  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე, გამოწვევებზე,  პრობლემების გადაჭრის გზებზე .

თემატური მოკვლევის მხარდამჭერია USAID-ის პროგრამა დემოკრატიული მმართველობის ინიციატივაა.

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა 2020 წლის სამოქმედო გეგმაში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად განსაზღვრა ხარისხიანი სკოლამდელი განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესწავლა.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად, კომიტეტი იყენებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრულ ინსტრუმენტს - თემატურ მოკვლევას.

მისი მიზანია ყველა ბავშვისთვის ხარისხიანი სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის პროცესში არსებული გამოწვევების გამოვლენა;„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების კუთხით არსებული მდგომარეობის შეფასება; მოკვლევის პერიოდში მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე დოკუმენტურად დასაბუთებული დასკვნის მომზადება;  გამოვლენილი გამოწვევების საპასუხო ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მიზნით, შესაბამისი უწყებებისათვის რეკომენდაციის გაცემა. 

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

მსგავსი

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა 2021 წლის სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას მხარი ერთხმად დაუჭირეს
13 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა 2021 წლის სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას მხარი ერთხმად დაუჭირეს

შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
06 მაისი 2021

შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების ერთობლივი სხდომა
28 აპრილი 2021

ევროპასთან ინტეგრაციის და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების ერთობლივი სხდომა

​განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა
21 აპრილი 2021

​განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R