საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გია ჟორჟოლიანი: „ჩვენ გვჯერა, რომ ახალ პრემიერს და მთავრობას ძალუძს, 2020 წლამდე პერიოდი მშვიდ და სტაბილურ ვითარებაში განვვლოთ, ამიტომ ჩვენ სამთავრობო ცვლილებებს მხარს ვუჭერთ“

ფრაქციები 09 სექტემბერი 2019
გია ჟორჟოლიანი: „ჩვენ გვჯერა, რომ ახალ პრემიერს და მთავრობას ძალუძს, 2020 წლამდე პერიოდი მშვიდ და სტაბილურ ვითარებაში განვვლოთ, ამიტომ ჩვენ სამთავრობო ცვლილებებს მხარს ვუჭერთ“

საპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრი გია ჟორჟოლიანი ახალი მთავრობის დამტკიცებას მხარს უჭერს. 

როგორც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, პერსონალური ცვლილებები, რომელიც ამჟამად ხორციელდება, წესრიგისა და სტაბილურობისკენ გადადგმული ნაბიჯია.

„ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ 2020 წლის არჩევნებამდე შენარჩუნებული იყოს სტაბილური ვითარება, რათა არჩევნებამდე მშვიდად მივიდეთ. ვხედავთ, რომ ნაციონალური მოძრაობა, მისი მხარდამჭერები და სატელიტი პარტიები მაქსიმალურად ცდილობენ არეულობის და დაპირისპირებების მოწყობას. ახალმა მთავრობამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვას“, - აღნიშნა გია ჟორჟოლიანმა. 

თუმცა მას მიაჩნია, რომ აუცილებელია ძირეული პოლიტიკური ცვლილება, რაც გამოიხატება არა მხოლოდ პერსონების ცვლაში, არამედ პოლიტიკურ გარდატეხაში.

მისი მოსაზრებით, სტაბილურ და მშვიდ ვითარებასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები წარიმართოს კონკურენციის პირობებში, რომელიც აღარ იქნება გაჟღენთილი მხოლოდ და მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის დაპირისპირებებით, ბრალდებებით, ერთმანეთის დისკრედიტაციის მცდელობით და პიარ კამპანიებით.

„გზა უნდა გაეხსნას ახალ პოლიტიკურ ძალებს, საზოგადოებრივ ჯგუფებს, რომლებიც წინასაარჩევნოდ წარდგებიან საკუთარი პლატფორმებით, ეკონომიკური ხედვებით და პროგრამებით. ამის შემდეგ უკვე ხალხი გადაწყვეტს, რომელი იქნება მეტი კეთილდღეობისა და განვითარების მომტანი. ჩვენ გვჯერა, რომ ახალ პრემიერს და მთავრობას ძალუძს 2020 წლამდე პერიოდი მშვიდ და სტაბილურ ვითარებაში განვვლოთ, ამიტომ ჩვენ სამთავრობო ცვლილებებს მხარს ვუჭერთ“, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R