საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გიორგი ხელაშვილი: საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს გუშინდელმა სხდომამ ცხადად დაგვანახა, რომ ევროკავშირი საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს დიდად აფასებს

მედია და საზოგადოება 17 მარტი 2021
გიორგი ხელაშვილი: საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს გუშინდელმა სხდომამ ცხადად დაგვანახა, რომ ევროკავშირი საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს დიდად აფასებს

„საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს გუშინდელმა სხდომამ ცხადად დაგვანახა, რომ ევროკავშირი დიდად აფასებს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს დემოკრატიის, პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების, ასევე ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით“,- ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი ხელაშვილი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებასაც გამოეხმაურა.

„ჯოზეფ ბორელმა საჯაროდ, ევროკავშირის უმაღლესი ტრიბუნიდან განაცხადა, რომ საქართველოში 2020 წელს ჩატარებული არჩევნები ეუთო-ს შეფასებით, იყო თავისუფალი და სამართლიანი. მისივე განცხადებით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. მან ასევე დაბეჯითებით აღნიშნა, რომ პარლამენტის ბოიკოტირება არ წაადგება საქართველოში დემოკრატიის ფუნქციონირებას, რომ პარლამენტის გვერდის ავლა არ არის დემოკრატიული პლურალიზმის მაჩვენებელი და ამით მოუწოდა ოპოზიციას, შეიკავოს თავი კონფრონტაციული რიტორიკისგან და სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს პარლამენტის მუშაობაში“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა და ევროკავშირის უმაღლესი ხელმძღვანელობა ამგვარად თანხმდება, რომ მოლაპარაკებები გრძელდება. „ამ პროცესში ორივე მხარის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული, ხოლო კომპრომისები - აუცილებელია“,- აღნიშნა გიორგი ხელაშვილმა.

მისი შეფასებით, ბრიუსელში საქართველოს პრემიერ მინისტრის ვიზიტმა კიდევ უფრო გაზარდა მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შესაძლებლობა.

დეპუტატმა აღნიშნა ისიც, რომ სამწუხაროდ, ევროკავშირის მხრიდან მოწოდებების მიუხედავად, ოპოზიციის მხრიდან ამ ფაქტს ანტიდასავლური პროპაგანდის მორიგი ტალღა მოყვა.

„სამწუხაროა, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც დასავლეთის გზავნილები ოპოზიციის ვიწროპარტიულ მოლოდინებს არ ამართლებს, ევროკავშირისა და ამერიკის წარმომადგენლები ავტომატურად ხდებიან თავდასხმის ობიექტები. მსგავსი ქცევა ჩვენი ქვეყნის დასავლური კურსისთვის ცალსახად დამაზიანებელია და, მით უმეტეს, პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის ძიების პროცესში, ყოვლად დაუშვებელია. ოპოზიციის კონსტრუქციულ და პროდასავლურ ნაწილს მოვუწოდებთ, გაემიჯნოს რადიკალური ფრთის დამაზიანებელ განცხადებებს, შეწყვიტოს კონფრონტაციული რიტორიკა და მიიღოს ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილება“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა ბრიფინგზე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

22 ივნისი 2021

ნიკოლოზ სამხარაძე  საქართველოში ავსტრალიის ელჩს  შეხვდა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R