საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს პარლამენტის კვლევით ცენტრს გიორგი ხელაშვილი უხელმძღვანელებს

მედია და საზოგადოება 24 ივლისი 2019
საქართველოს პარლამენტის კვლევით ცენტრს გიორგი ხელაშვილი უხელმძღვანელებს

საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო პროცესის ეფექტიანობისა და ანალიტიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კვლევითი ცენტრი შეიქმნება.

დღეს, საქართველოს პარლამენტში პარლამენტის კვლევითი ცენტრის სამომავლო განვითარების ხედვის პრეზენტაცია გაიმართა.

სამეთვალყურეო საბჭოს მიერ შერჩეულმა პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორმა, გიორგი ხელაშვილმა საზოგადოებას, პარლამენტის წევრებს და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის მისია, ამოცანები და საქმიანობის მთავარი პრინციპები გააცნო.

კვლევითი ცენტრის დირექტორის განცხადებით, კვლევითი ცენტრის დაარსება ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. ცენტრის სპეციფიკა და მისია შესაძლებლობას მისცემს პარლამენტს თვისობრივად შეცვალოს მუშაობის ხარისხი კვლევაზე და ანალიზზე დაფუძნებული საქმიანობის მეშვეობით.

„კვლევითი ცენტრის მიზანია საქართველოს პარლამენტისათვის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მოვლენებისა და პროცესების შესახებ დროული, დამოუკიდებელი, ობიექტური, კონფიდენციალური და ავტორიტეტული ანალიტიკური ინფორმაციის მიწოდება საკანონმდებლო პროცესისა და პარლამენტის საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით“, - განაცხადა პრეზენტაციაზე გიორგი ხელაშვილმა.

გიორგი ხელაშვილმა ასევე ისაუბრა ცენტრის სტრატეგიაზე, ახალ სტრუქტურაზე, საქმიანობის სახეებზე და მათი გაუმჯობესების გზებზე, კვლევის მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე. მანვე დამსწრე საზოგადოებას პარლამენტის კვლევითი ცენტრის პარტნიორებისა და თანამშრომლობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R