საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გიორგი ვოლსკი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, აკირა იმამურას შეხვდა

მედია და საზოგადოება 15 თებერვალი 2021
გიორგი ვოლსკი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, აკირა იმამურას შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აკირა იმამურას შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს შეეხო. მხარეებმა საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრეს. მიმოიხილეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. საუბარი, ასევე, შეეხო ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს.

„იაპონიის ელჩს აქვს ინფორმაცია და იზიარებს იმ პოზიციას, რაც აქვს ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ პოლიტიკური დებატები და პოლიტიკური დაპირისპირება უნდა მიდიოდეს პარლამენტში“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მხარებმა მიმოიხილეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. ყურადღება გამახვილდა ოკუპაციის საკითხებზე და კავკასიის რეგიონში რუსეთის პოლიტიკაზე. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით გაზრდილ საფრთხეებს.

„ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ოკუპაციის წინაპირობები, დღევანდელი სიტუაცია, რომელიც რეგიონშია შექმნილი და ის საფრთხეები, რომელიც ემუქრება არა მარტო საქართველოს, არამედ რეგიონს და რუსეთის მზარდი სამხედრო გავლენა ამ რეგიონზე. ჩემის მხრივ, დავამატე კიდევ გარკვეული ფაქტორები და ვისაუბრე იმაზე, რომ დესტაბილიზაციის სურვილი საქართველოში შეიძლება აწყობდეს მხოლოდ იმ ძალას, რომელიც საკმაოდ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს მშვიდობისათვის ამ რეგიონში“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R