საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გივი მიქანაძე: ჩვენ ვმუშაობთ ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის უნიკალური და ახალი მექანიზმების იმპლემენტაციისთვის, რომელიც ხელშესახებ შედეგებს მოიტანს

მედია და საზოგადოება 20 აპრილი 2021
გივი მიქანაძე: ჩვენ ვმუშაობთ ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის უნიკალური და ახალი მექანიზმების იმპლემენტაციისთვის, რომელიც ხელშესახებ შედეგებს მოიტანს
„სამოქალაქო ინტეგრაცია საქართველოში მიმდინარე პროცესია, ამიტომ, ჩვენ ვმუშაობთ ინტეგრაციის უნიკალური და ახალი მექანიზმების იმპლემენტაციისთვის, რომელიც ხელშესახებ შედეგებს მოიტანს სამოქალაქო ინტეგრაციის სხვადასხვა მიმართულებაში - იქნება ეს ხარისხიანი განათლება, სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესება, სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობა, ან სოციალურ-ეკონომიკური შესაძლებლობები“, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, გივი მიქანაძემ ასამბლეის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატმა ასამბლეის წევრებს თემაზე - „ევროპაში ეროვნული უმცირესობების შენარჩუნება“, სიტყვით მიმართა და იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომელსაც საქართველო ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციისა და სოციალურ-ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის დგამს.

პარლამენტის წევრმა კოლეგებს შეახსენა, რომ საქართველო მრავალეთნიკური და მულტიკულტურული ქვეყანაა და მოსახლეობის საერთო რაოდენობის 13 %-ზე მეტი (რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების გარდა) ეთნიკურ უმცირესობებს წარმოადგენს.

„საქართველოს აქვს ტოლერანტულ გარემოში კულტურული მრავალფეროვნების, თანაარსებობისა და განვითარების ტრადიციის შენარჩუნების მრავალსაუკუნოვანი, პოზიტიური გამოცდილება“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ადამიანის უფლებების დაცვას, თანასწორობას საქართველოს კანონმდებლობა უზრუნველყოფს ბოლო წლებში შემუშავებული სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მეშვეობით.

დეპუტატმა ისაუბრა იმ უნიკალურ ინსტრუმენტებზეც, რომლებიც ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციისთვის შემუშავდა. მან აღნიშნა ისიც, რომ საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს წვდომა აქვთ მედიაზე, სოციალურ-ეკონომიკურ პროგრამებსა და სერვისებზე, მათთან ტარდება რეგულარული შეხვედრები და კარდაკარ კამპანიები სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე ცნობიერების ასამაღლებლად. 

საქართველოს პარლამენტის წევრის ინფორმაციით, 2017-2020 წლებში, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებზე სასაუბროდ, 259 სოფელში 331 შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც ეთნიკური უმცირესობების 7000-ზე მეტი ბენეფიციარი ესწრებოდა. ხოლო COVID-19-ის პრევენციის, ასევე, ლოქდაუნის ზომებისა და რეგულაციების საკითხებზე მასშტაბური ორენოვანი (როგორც სახელმწიფო, ისე მშობლიურ ენებზე) საინფორმაციო კამპანია განხორციელდა.

გივი მიქანაძის განცხადებით, არადისკრიმინაციულ და თანასწორ მოპყრობასთან ერთად, უმცირესობათა უფლებები მოიცავს კულტურათა შენარჩუნებას.

„სახელმწიფო მხარს უჭერს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა თეატრებს, მუზეუმებსა და კულტურულ ცენტრებს, ისევე, როგორც სხვადასხვა კულტურულ აქტივობას, რომელიც „ეთნიკური უმცირესობების კულტურის მხარდაჭერის“ პროგრამის მეშვეობით ხორციელდება და რომლის მიზანიც ეთნიკური უმცირესობების ჯგუფების კულტურისა და ტრადიციის, ასევე, კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა“,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R