საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გუგული მაღრაძემ პროექტში - „ისტორიულ გზაგასაყარზე, სწავლებისა და სწავლის ახალი მიდგომები“ მონაწილეობა მიიღო

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი 16 თებერვალი 2020
გუგული მაღრაძემ პროექტში - „ისტორიულ გზაგასაყარზე, სწავლებისა და სწავლის ახალი მიდგომები“ მონაწილეობა მიიღო

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გუგული მაღრაძე პროექტის - „ისტორიულ გზაგასაყარზე, სწავლებისა და სწავლის ახალი მიდგომები“ პირველ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდა.

შეხვედრაზე განიხილეს განათლების სისტემაში კონფლიქტ-სენსიტიური სწავლების მიმართულებით არსებული გამოწვევები.

პროექტი „მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის“ (CPCD) ორგანიზებით იმართება და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების მიმართ ტრანსფორმაციული მიდგომების განვითარებას და მათ ინტეგრაციას უახლესი ისტორიის სწავლების პროცესში.

გუგული მაღრაძემ ყურადღება გაამახვილა კონფლიქტების სწავლებასთან დაკავშირებით უმაღლესი განათლების სისტემაში არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე. მისი თქმით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დღეს ერთადერთია, რომელიც ახორციელებს კონფლიქტის ანალიზისა და მართვის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს. პროგრამა მომზადებულია „ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის კონფლიქტის ანალიზის და გადაჭრის ინსტიტუტთან“ თანამშრომლობით და სრულად შეესაბამება ამ ინსტიტუტის სამაგისტრო პროგრამის სტანდარტებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური მეცნიერებების, განათლებისა და ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამებზე ისწავლებოდეს კონფლიქტების ანალიზი, რაც სტუდენტებს გამოუმუშავებს სხვადასხვა დონის კონფლიქტების მოგვარებისა და პრევენციისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს, ასევე აუცილებელია მომავალმა მასწავლებლებმა მიიღონ დამატებითი ცოდნა კონფლიქტების სწავლების მიმართულებით არსებული კვლევებისა და თანამედროვე მიდგომების შესახებ“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, ისტორიკოსები, ისტორიის სახელმძღვანელოების ავტორები, მასწავლებელთა პროფესიული გაერთიანებების წარმომადგენლები, მასწავლებლები, კონფლიქტის ტრანსფორმაციის ექსპერტები და შესაბამის თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები.

პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის საერთო მექანიზმის, COBERM-ის დაფინანსებით.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

მსგავსი

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა 2021 წლის სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას მხარი ერთხმად დაუჭირეს
13 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა 2021 წლის სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას მხარი ერთხმად დაუჭირეს

შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
06 მაისი 2021

შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების ერთობლივი სხდომა
28 აპრილი 2021

ევროპასთან ინტეგრაციის და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების ერთობლივი სხდომა

​განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა
21 აპრილი 2021

​განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R