საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გუგული მაღრაძე: პარლამენტის ყველა კომიტეტის სამოქმედო გეგმაში უსაფრთხოების საკითხებში გენდერული განზომილებების მონიტორინგი უნდა იყოს ასახული

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო 05 აგვისტო 2020
გუგული მაღრაძე: პარლამენტის ყველა კომიტეტის სამოქმედო გეგმაში უსაფრთხოების საკითხებში გენდერული განზომილებების მონიტორინგი უნდა იყოს ასახული

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა გუგული მაღრაძემ მონაწილეობა მიიღო ონლაინ სამუშაო შეხვედრაში: „გენდერი და COVID-19 - უსაფრთხოების სექტორის მიერ მიღებული გამოცდილება საქართველოში“.
 
აღნიშნული შეხვედრა გაიმართა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის (DCAF) ეგიდით და მასში მონაწილეობდნენ შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის (DCAF) ექსპერტი მეგან ბასტიკი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებებსა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილი, თავდაცვის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადსხვა სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული კოვიდ19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.

მათ შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს ინფორმაცია კოვიდ19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს წარმატებულ მაგალითზე, როგორი იყო უწყებების მუშაობა, რა სიძნელეები და გამოწვევები ჰქონდა ამ საქმიანობაში, საზოგადოდ და კერძოდ, გენდერულ საკითხებთან მიმართებაში. 

მეგან ბასტიკმა წარმოადგინა გენდერისა და უსაფრთხოების პრაქტიკულ მითითებათა კრებული და განმარტა, თუ რას მოიცავს ის; ასევე განიხილეს უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სექტორებში COVID19-ით გამოწვეული პანდემიის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების გენდერული განზომილება და წარმოადგინეს ის პრიორიტეტული სფეროები, რომლებზეც აქცენტი უნდა გაკეთდეს ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ახალი ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის გენდერულმა საბჭომ შეიმუშავა და წარადგინა რეკომენდაციები სამთავრობო საკოორდინაციო საბჭოზე კოვიდ19-ის პანდემიისას ქალთა ეკონომიკური უფლებების უზრუნველყოფის და ოჯახური ძალადობისგან ქალების დაცვისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გუგული მაღრაძემ ყურადღება გაამახვილა საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელების საკითხზე უსაფრთხოების სფეროში გენდერული თანასწორობის გასაუმჯობესებლად.

„რამდენადაც უსაფრთხოების ცნება მოიცავს ადამიანის უსაფრთხოების ყველა სფეროს: ჯანდაცვას, ეკონომიკურ საქმიანობას, განათლებას და ა.შ, არა მხოლოდ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტისთვის, არამედ პარლამენტის ყველა კომიტეტის სამოქმედო გეგმაში უსაფრთხოების საკითხებში გენდერული განზომილებების მონიტორინგი უნდა იყოს ასახული“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

მეორე საკითხი, რაც გუგული მაღრაძემ შეხვედრის მონაწილეთა წინაშე დასვა, იყო ქალთა მონაწილეობის უზრუნველყოფა სამშვიდობო მისიებსა და სამშვიდობო მოლაპარაკებებში.

„განსაკუთრებით მიუღებელია ის გარემოება, რომ სამთავრობო დონეზე სამშვიდობო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციებში ქალები თითქმის არაა წარმოდგენილი, რაც შესაძლოა ნეგატიურად აისახებოდეს მოლაპარაკებების ეფექტურობაზე“,- აღნიშნა გუგული მაღრაძემ. 

შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ლინკები შეხვედრის მასალების გასაცნობად.

 
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის დანაშაულებზე სასამართლო ექსპერტიზის ასპექტებზე შეხვედრა გამართა
20 მაისი 2021

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის დანაშაულებზე სასამართლო ექსპერტიზის ასპექტებზე შეხვედრა გამართა

მსგავსი

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ 2021 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
26 აპრილი 2021

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ 2021 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

გენდერული თანასწორობის საბჭომ გენდერული თანასწორობის ახალი კონცეფციისა და „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტები განიხილა
07 აპრილი 2021

გენდერული თანასწორობის საბჭომ გენდერული თანასწორობის ახალი კონცეფციისა და „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტები განიხილა

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე იმსჯელა
09 მარტი 2021

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე იმსჯელა

04 მარტი 2021

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოსა და ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საბჭოს ერთობლივი განცხადება

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R