თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ,
ირაკლი ბერაიამ ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან,
პეტრ მიკისკასთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.
შეხვედრაზე ისაუბრეს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ორ ქვეყანას შორის საპარლამენტთაშორისო კავშირების გაღრმავებაზე.
"ჩეხეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ჩეხ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია," - განაცხადა ირაკლი ბერაიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.