საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი ბერაია: „ნატო-ში ინტეგრაცია საქართველოს უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი და ჩვენი მოსახლეობის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანია“

მედია და საზოგადოება 24 მარტი 2021
ირაკლი ბერაია: „ნატო-ში ინტეგრაცია საქართველოს უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი და ჩვენი მოსახლეობის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანია“

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ნატო-საქართველოს პარტნიორობის შესახებ, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, როსარია პულისის მოუსმინეს.

სხდომის დასაწყისში, კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებს მიესალმა და ნატო-საქართველოს პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

„თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი ნატო-საქართველოს პარტნიორობაზე დღეს უმნიშვნელოვანეს შეხვედრას მართავს, სადაც მომხსენებლები ჩვენი ნატოელი პარტნიორები იქნებიან. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ალიანსის წარმომადგენლები საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში, დეპუტატებს ინფორმაციას გააცნობენ ნატო-საქართველოს პარტნიორობის  და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესის შესახებ. ნატოში ინტეგრაცია საქართველოს უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი და ჩვენი მოსახლეობის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანია. საქართველო ნატო-ს ასპირანტი სახელმწიფოა და ალიანსის გაძლიერებული შესაძლებლობების თავსებადობით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პარტნიორი. საქართველო არასოდეს ყოფილა ალიანსთან ისე ახლოს, როგორც დღეს არის და ამას ადასტურებს თანამშრომლობის როგორც პრაქტიკული, ასევე, პოლიტიკური ასპექტები. ნატოს ყველა სამიტი ადასტურებს ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. აღსანიშნავია, რომ სამიტები და მინისტერიალები ყოველთვის საქართველოს მხარდამჭერი ნაბიჯებით სრულდება, რაც ალიანსის მოკავშირეების პოლიტიკურ ნებას და გადაწყვეტილებას ეფუძნება“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ნატო-საქართველოს პარტნიორობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის წარდგენამდე, ოფისის ხელმძღვანელმა, როსარია პულისიმ მისასალმებელ სიტყვაში ნატოს მხრიდან საქართველოს მიმართ მხარდაჭერაზე და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე განცხადება გააკეთა.

„ნატო-საქართველოს პარტნიორობის პროცესში პარლამენტი მნიშვნელოვანი მოთამაშეა და ჩვენ თქვენს საქმიანობას დადებითად ვაფასებთ. ჩვენ ბევრი რამე ერთად გვაქვს გაკეთებული და საშუალება გვაქვს ამ რეჟიმში გავაგრძელოთ საქმიანობა. საქართველო ნატო-ს უახლოესი პარტნიორია, ჩვენ უნიკალური, ძლიერი პოლიტიკური თანამშრომლობა გვაკავშირებს. საქართველო იყო და რჩება ერთ-ერთი დიდი მონაწილე ნატოს სამშვიდობო მისიებში ავღანეთში. ნატო აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ჩვენი ოფისის ყოველდღიური საქმიანობაც სწორედ ამ მხარდაჭერის ნაწილს წარმოადგენს, რათა გახდეთ უფრო ძლიერები და მომზადებულები ალიანსის წევრობისთვის. საქართველო გახდება ნატოს წევრი, როგორც ეს იყო გაცხადებული ბუქარესტის სამიტზე და საქართველოს ამისთვის  ყველა პრაქტიკული მექანიზმი გააჩნია და ჩვენ ვახალისებთ ამ ქვეყანას, რომ გამოიყენოს ეს მექანიზმები საკუთარი სარგებლისთვის. ჩვენ ვგრძნობთ, რომ ყველა ნაბიჯი და ნებისმიერი პროგრესი, რომელიც რეფორმების კონსოლიდაციის გზაზეა გაკეთებული, ეს არის ნაბიჯი წევრობისკენ“, - აღნიშნა სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა.

როსარია პულისის გამოსვლის შემდეგ, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, კომიტეტის სხდომა დახურულ ფორმატში გაგრძელდა.

 

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R