საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი ბერაია: ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება

მედია და საზოგადოება 25 თებერვალი 2021
ირაკლი ბერაია: ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები საოკუპაციო ხაზზე იმყოფებოდნენ. 

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისში, საინდაც მოჩანს რუსეთის უსაფრთხოების ფედრალური სამსახურის ე.წ. სასაზღვრო ბაზა, დეპუტატები გაეცნენ ადგილზე არსებულ ვითარებას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ კანონმდებლებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საოკუპაციო ხაზზე და მიმდებარედ უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების, გადასასვლელების ჩაკეტვის, უკანონოდ დაკავევების, ადამიანის უფლებების  დარღვევის ფაქტების შესახებ.  

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ აღნიშნა: “25 თებერვალი ერთ-ერთი უმძიმესი დღეა საქართველოს ისტორიაში, როდესაც ბოლშევიკურმა რუსეთმა მოახდინა ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია და საქართველომ დაკარგა დამოუკიდებლობა.  მაგრამ ქართველი ხალხის პატრიოტიზმმა, თავისუფლებისკენ სწრაფვამ და დამოუკიდებლობისთვის 70-წლიანმა ბრძოლამ ჩვენი ქვეყანა საბჭოთა მარწუხებისგან გაათავისუფლა.  

დღეს, საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ, საქართველო კვლავ ებრძვის რუსულ ოკუპაციას. ჩვენს მიწაზე უკანონოდ იმყოფება პუტინის რუსეთის შეიარაღებული ძალები. ჩვენს თანამემამულეებს, ოჯახებს, საზოგადოებებს ყოფს და აშორიშორებს რუსული მავთულხლართები. უკანონოდ აკავებენ, ავიწროვებენ და კლავენ ჩვენს მოქალაქეებს, უხეშად არღვევენ მათ ფუნდამენტურ უფლებებს.  ასობით ათასი ადამიანი მოკლებულია საკუთარ სახლში ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნების შესაძლებლობას. 

ამ ადგილას, სადაც ახლა ვიმყოფებით, იგრძნობა რუსული ოკუპაციის სიმძიმე, ჩანს უკანონო ე.წ. სასაზღვრო ინფრასტრუქტურა, მავთულხლართები, უკანონოდ ჩაკეტილი გადასასვლელი.  ამ ყველაფერზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, რომელიც არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სხვა სახელმწიფოების სუვერენიტეტს და ძირს უთხრის წესებზე დაფუძებულ საერთაშორისო წესრიგს. ამ ყველაფერს სჭირდება ერთიანი, მკაცრი და კონსოლიდირებული მიდგომა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.

დღეს, ქართველი ხალხის სწრაფვა და თავისუფალი სამყაროს მხარდაჭერა ქვეყნის გამთლიანებისთვის, ძლიერია როგორც არასდროს. ჩვენს საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას, ერთიან, ძლიერ ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრებისკენ სწრაფვას  ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს.  მავთულხლართები და ხელოვნური ბარიერები აუცილებლად ჩამოიშლება და ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება. ქართველები, აფხაზები, ოსები ყველა ერთად დავასრულებთ ოკუპაციას და გავამთლიანებთ საქართველოს”.  

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R