საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი ბერაია საფრანგეთის ელჩს, დიეგო კოლასს შეხვდა

მედია და საზოგადოება 04 თებერვალი 2021
ირაკლი ბერაია საფრანგეთის ელჩს, დიეგო კოლასს შეხვდა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია საქართველოში საფრანგეთის ელჩს დიეგო კოლასს შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესზე და სხვა საკითხებზე. კომიტეტის თავმჯდომარემ ელჩს კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.

„საფრანგეთი საქართველოს პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა. ჩვენ გვაკავშირებს ძალიან მჭიდრო ურთიერთობები. ძალიან ღირებულია ის წვლილი, რომელიც საფრანგეთს შეაქვს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში. ჩვენ ვაფასებთ ამ ქვეყანასთან თანამშრომლობას. საფრანგეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებას.

ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, პირველ რიგში, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებზე. ჩემგან ხაზი გაესვა რუსეთზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობას იმისთვის, რომ ამ სახელმწიფომ შეასრულოს საერთაშორისო სამართლით და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

საქართველო დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყანაა. ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში, რაც არა მხოლოდ ჩვენს მზაობას და სურვილს, არამედ ამ კუთხით ჩვენს შესაძლებლობასაც ადასტურებს. საქართველო, როგორც პასუხისმგებლიანი საერთაშორისო აქტორი მტკიცედ დგას რეგიონში უსაფრთხოების და დასავლური ფასეულობების დაცვის სადარაჯოზე. აუცილებელია ნატო-ს მოკავშირეებმა დააჩქარონ ალიანსში საქართველოს გაწევრების პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესი” - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ბერაიამ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R