ირაკლი ბერაია თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფატმა ჩერენ იაზგანს შეხვდა
მედია და საზოგადოება 03 თებერვალი 2021

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, რეგიონული, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის სფეროში მიღწეული პროგრესი, საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები, ქართველ და თურქ კანონმდებლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.
ასევე, განხილულ იქნა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის და თურქეთის საკანონმდებლო ორგანოს შესაბამისი კომიტეტის წარმომადგენლებთან უახლოეს მომავალში შეხვედრის გამართვის შესაძლებლობა.
ირაკლი ბერაიამ, პარტნიორი სახელმწიფოს დიპლომატს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევრო-ატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და კომიტეტის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო.