საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი კობახიძე: „საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, ჩვენ ვაგრძელებთ მსჯელობას და დისკუსიას“

მედია და საზოგადოება 02 Dec 2019
ირაკლი კობახიძე: „საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, ჩვენ ვაგრძელებთ მსჯელობას და დისკუსიას“

საქართველოში საარჩევნო რეფორმის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა პარლამენტის წევრმა ირაკლი კობახიძემ რეგიონულ საპარლამენტო კონფერენციაზე, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის ორგანიზებით იმართება.

საარჩევნო თემატიკის საკითხებზე გამართულ ღონისძიებაზე, პარლამენტის წევრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს, ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს და საარჩევნო საკითხების ექსპერტებს, საქართველოში ბოლო პერიოდში განხორციელებულ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ინფორმაცია გააცნო და მათ შეკითხვებს უპასუხა.

„რეფორმების დანერგვის თვალსაზრისით, საქართველო აღიარებულია ლიდერ ქვეყანად. ჩვენი ხელისუფლება რეფორმებს სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს და 2012 წლის შემდეგ ჩვენ ბევრი მიდგომა და პრაქტიკა შევცვალეთ. ჩვენ დავნერგეთ  სამართლიანი არჩვენების პრაქტიკა და თავისუფალი და სამართლიანი არჩვენების თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიული პრაქტიკის შენარჩუნება.  

2017 წელს ჩვენ მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებები განვახორციელეთ, რომლის შედეგადაც  პირველად საქართველოში 2020 საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სრულიად პროპორციული საარჩევნო სისტემა ამოქმედდება.

ამჯერად აქტიურად ვმუშაობთ საარჩევნო რეფორმაზე, რომლებიც ეუთოს/ოდირის რეკომენდაციებს ეფუძნება. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩვენების შემდეგ ჩვენ მივიღეთ დოკუმენტი ეუთო/ოდირიდან, რომელიც  27 რეკომენდაციას მოიცავს. აღნიშნული რეკომენდაციები უკავშირდება კანონმდებლობის შეცვლას და გარდა ამისა პრაქტიკის გაუმჯობესებას. 

ამისთვის ჩვენ შევქმენით სამუშაო ჯგუფი რამდენიმე ძალზე საინტერესო შეხვედრაც გავმართეთ.აღნიშნული რეკომენდაციების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივად გამოყენებას შეეხება. დღეს დღეობით აღნიშნული საკითხი რეგულირებულია და საკმაოდ მკაცრი რეგულაცია გვაქვს საჯარო მოხელეებთან დაკავშირებით.

მაგრამ  ისევ და ისევ რჩება გამოწვევები, ამიტომ ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ მუშაობა და ახალი ცვლილებები შევიტანოთ საარჩევნო კანონმდებლობაში.

აღსანიშნავია, რომ 2012 წლამდე საჯარო მოხელე მონოპოლიზებული იყო მმართველი პარტიის მიერ, რაც ამ ეტაპზე შეცვლილია უკვე. ერთ-ერთი რეკომენდაცია ეხებოდა შეზღუდვას, რომელიც სოციალურ ქსელში აქტივობას  უკავშირდება.

საჯარო მოხელეები ძალზედ აქტიური მომხმარებლები არიან და იწონებენ და აზიარებენ პოლიტიკური შინაარსის პოსტებს. მართალია ეს პირდაპირ არ მოქმედებს არჩევნებზე, მაგრამ მაინც მისი შეზღუდვის საკითხიც განიხილება. იყო კიდევ ერთი მოთხოვნა, რომ ყოფილიყო უფრო მკაცრი რეგულაცია საარჩევნო კამპანიაში მინისტრების და მინისტრების მოადგილეების მონაწილეობაზე.

რა თქმა უნდა, არ შეიძლება მათი ადმინისტრაციულ რესურსად განხილვა, რადგან ისინი უფრო პოლიტიკურ რესურს წარმოადგენენ და ყველა განვითარებულ ქვეყანაში ისინი პირდაპირ იღებენ მონაწილეობას კამპანიაში. ჩვენ ვაგრძელებთ დისკუსიას, მსჯელობას  საარჩევნო რეფორმასთან მიმართებაში და აღნიშნული კონფერენცია კარგ საშუალებას იძლევა გავეცნოთ ევროპულ გამოცდილებას და მათი გათვალისწინებით ჩვენი კანონმდებლობა კიდევ უფრო სრულყოფილი გავხადოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რეგიონულ საპარლამენტო კონფერენციაზე, რომლის მეორე სესია თემაზე - „საარჩევნო პროცესის დროს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების მრავალჯერადი შემთხვევები: პრაქტიკული ასპექტები“ ჩატარდა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა, ანდრეი ჰუნკომ და ვენეციის კომისიის დემოკრატიული არჩევნების საბჭოს წევრმა, რიჩარდ ბარეტმა მოხსენებები წარმოადგინეს და გამართულ დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა.

რეგიონული საპარლამენტო კონფერენცია მუშაობას ხვალ მესამე სესიაზე - „საარჩევნო პროცესის დროს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილება და მასთან ბრძოლის“ საკითხების განხილვით გაგრძელდება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 Apr 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 Nov 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 Nov 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 May 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 May 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R