საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი კოვზანაძე: დეპოზიტების დაზღვევის სქემაში იურიდიული პირების ჩართვა ფინანსური სისტემის მდგრადობას კიდევ უფრო გაზრდის

მედია და საზოგადოება 24 მარტი 2021
ირაკლი კოვზანაძე: დეპოზიტების დაზღვევის სქემაში იურიდიული პირების ჩართვა ფინანსური სისტემის მდგრადობას კიდევ უფრო გაზრდის

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა პირველი მოსმენით იმსჯელეს კანონპროექტებზე: „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, თავის დროზე, დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემოღება ევროკავშირთან ასოცირების ეკონომიკური ნაწილის ერთ-ერთი საკითხი იყო, დეპოზიტების დაზღვევის სქემაში იურიდიული პირების ჩართვა ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მორიგი ნაბიჯია, რაც ფინანსური სისტემის საიმედობას და მდგრადობას კიდევ უფრო გაზრდის.

„კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ მკაცრი ზედამხედველობა, ადეკვატური ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და ქმედითი დეპოზიტების დაზღვევის სისტემა საფინანსო სექტორის მდგრადი განვითარების საფუძველია და ჩვენ დეპოზიტების დაზღვევის სისტემის გაძლიერების კუთხით მორიგ ნაბიჯს ვდგამთ. თუ ახლა საბანკო სექტორში დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა თითქმის 4 მილიარდი ლარია, კანონის ამოქმედების შემდეგ ეს მასშტაბი მნიშვნელოვნად გაიზრდება“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის, ეკატერინე მიქაბაძის განმარტებით, კომერციული ბანკების რისკების ანალიზის საფუძველზე თითოეული კომერციული ბანკისათვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის ინდივიდუალური ოდენობა გადავადდება, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა საქართველოს კანონმდებლობასთან, გამოსწორდება პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზები, გაიზრდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მუშაობის ეფექტიანობა, ასევე დეპოზიტების დაზღვევასთან დაკავშირებული პროცესები უკეთესად დარეგულირდება.

კანონპროექტის მიხედვით დეპოზიტების დაზღვევის სისტემას ემატება იურიდიული პირები, კერძოდ, თუ მოქმედი რედაქციით დაზღვეულია მხოლოდ ფიზიკური პირების დეპოზიტები, ცვლილების შემდეგ დაზღვეული იქნება ასევე იურიდიული პირების დეპოზიტები. კანონპროექტით დაზუსტდა დეპოზიტის განმარტება. კანონპროექტით დაკონკრეტდება, რომ სააგენტოს, სახელმწიფო ხაზინის გარდა, შეუძლია ანგარიში ჰქონდეს საქართველოს ეროვნულ ბანკში, ფონდის სახსრების განსათავსებლად, დღიური სარგებლის დარიცხვის მიზნით. ასევე დაკონკრეტდა, რომ სადაზღვევო ზღვარი განისაზღვრება სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტით, საბჭოსთან შეთანხმებით. გარდა ამისა, ზუსტდება, რომ ანაზღაურების გაცემის პროცესთან დაკავშირებული ხარჯები უნდა დაფინანსდეს დეპოზიტების დაზღვევის ფონდიდან რათა არ დაექვემდებაროს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედებას და უზრუნველყოფილი იყოს ანაზღაურების ოპერატიულობა. დეპოზიტორების ანაზღაურების მიზნით, სააგენტოს ეძლევა უფლება, გახსნას ანგარიში აგენტ ბანკში. კანონპროექტით მკაფიოდ განისაზღვრა შიდა აუდიტის განხორციელების მიზანი, ასევე გარე აუდიტორის და სააგენტოს ვალდებულება უზრუნველყოს ფონდის აქტივების შეფასება.

ერთ-ერთი ცვლილებით, დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში იურიდიული პირების ჩართვა 2022 წლის 1 იანვრიდან მოხდება. 2020 წლის 1 ივლისიდან ფიზიკური პირებისთვის დეპოზიტების დაზღვევის ზღვარი, 5000 ლარიდან 15 ათას ლარამდე გაიზარდა. იურიდიული პირების შემთხვევაშიც, ზღვარი 15 000 ლარი იქნება. კომიტეტმა მხარი დაუჭირა აღნიშნულ კანონპროექტს.

კომიტეტის სხდომაზე ახალი საკანონმდებლო აქტის - „აღსრულების კოდექსის“ შესახებ იმსჯელეს. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, ახალმა კოდექსმა უნდა ჩაანაცვლოს სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონი. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტი, რომლითაც წესრიგდება აღსასრულებელი დოკუმენტების აღსრულების პროცესი, განისაზღვრება საქართველოს აღმასრულებელთა პალატის მოწყობისა და საქმიანობის, აგრეთვე აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მომსახურების გაწევის წესი და პირობები. კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ 1999 წლის 16 აპრილს მიღებული „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი მოძველებულია და ვეღარ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს. აღსრულების სფეროში არ არსებობს ერთიანი, სისტემატიზებული სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც დაფუძნებული იქნება სამართლიანობის, პროპორციულობის და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებზე“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მომხსენებლის განმარტებით, კოდექსის მიღებით აღსრულების სფეროში შეიქმნება სისტემატიზებული საკანონმდებლო აქტი, რომლის მიზანიც იქნება აღსრულების ახალი, ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება, სააღსრულებო პროცესში მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობების გამიჯვნა და მკაფიოდ ფორმულირება, სააღსრულებო პროცესის გამარტივება, აგრეთვე როგორც აღსრულების პროცესში, ისე მის მიღმა არსებული სერვისების გაუმჯობესება და მომხმარებლისთვის ახალი სერვისების შეთავაზება.

მისივე თქმით, კოდექსის მიღებით საქართველოს სააღსრულებო კანონმდებლობა მაქსიმალურად ჰარმონიზებული იქნება ევროკავშირის ქვეყნების კანონმდებლობასთან.

დეპუტატებმა კითხვებით მიმართეს მომხსენებელს.

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, კომიტეტს აქვს შენიშვნები, აღსრულების კოდექსის რამდენიმე მუხლთან დაკავშირებით, რომელთა გათვალისწინებითაც კომიტეტი მხარი უჭერს აღნიშნულ კანონპროექტს.

კომიტეტმა განიხილა კანონპროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, გიორგი ამილახვარის განმარტებით, კანონპროექტის მიღებით კერძო სკოლა უფლებამოსილი იქნება ფინანსური დავალიანების მქონე მოსწავლეს შეუწყვიტოს მოსწავლის სტატუსი ფინანსური დავალიანების წარმოშობის სემესტრის დასრულებიდან მომდევნო სასწავლო სემესტრის დაწყებამდე. სტატუსშეწყვეტილი მოსწავლის სხვა კერძო სკოლაში სწავლის გაუგრძელებლობის შემთხვევაში, განათლებისა და  მეცნიერების სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სტატუსშეწყვეტილი მოსწავლისათვის საჯარო სკოლაში განათლების მიღების ხელმისაწვდომობას. კანონპროექტით კერძო სკოლა ასევე ვალდებული იქნება, ფინანსური დავალიანების გამო ან მობილობით სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, მოსწავლის პირადი საქმე და სხვა სკოლაში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაცია გადასცეს მოსწავლის მიმღებ სკოლას მოთხოვნის მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს.

კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე დაინტერესდა, რამდენადაა კანონრპროექტით ბავშვისა და მშობლის ინტერესები დაცული.

გიორგი ამილახვარის განმარტებით, კანონპროექტის არსი და პათოსი, პირველ რიგში, ითვალისწინებს ბავშვის და მშობლის ინტერესებს. „თუ მოხდა დავალიანების წარმოქმნა მიმდინარე სემესტრის ფარგლებში, დავალიანების მიუხედავად, ბავშვი არცერთი დღე არ დარჩება სასკოლო განათლების გარეშე იმ კერძო სკოლაში, რომელშიც სწავლობს“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

მომხენებელმა კომიტეტის წევრების კითხვებს უპასუხა. კომიტეტის შენიშვნები ეხებოდა, კანონის ამოქმედების ვადას, მოსწავლისა და მშობლის უფლებების დაცვას, მაღალი ხარისხის განათლების უზრუნველყოფას იმ ბავშვისთვის, ვინს კერძო სკოლიდან გადავა, საჯარო სკოლის ტერიტორიული შესაბამისობა მოსწავლის საცხოვრებელ მისამართთან.

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, დაუყოვნებლივ კანონი ძალაში არ უნდა შევიდეს და ვადამ გადაიწიოს, პანდემიის ფონზე არსებული ეკონომიკური კრიზისის პირობებში. მისივე თქმით, მშობელი წინასწარ უნდა გააფრთხილოს სკოლამ, რომ ასეთი საკითხი შეიძლება დადგეს. ამ შენიშვნების გათვალისწინებით, კომიტეტი მხარს უჭერს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R