საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი კოვზანაძე: ეკონომიკის შეკუმშვის ფონზე, აუცილებელია მოხდეს საბანკო რისკების სწორი იდენტიფიკაცია და ადეკვატური ზედამხედველობის განხორციელება

მედია და საზოგადოება 01 მარტი 2021
ირაკლი კოვზანაძე: ეკონომიკის შეკუმშვის ფონზე, აუცილებელია მოხდეს საბანკო რისკების სწორი იდენტიფიკაცია და ადეკვატური ზედამხედველობის განხორციელება

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს, ვიცე-პრეზიდენტებს არჩილ მესტვირიშვილს და პაპუნა ლეჟავას შეხვდა.

პარლამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს: პანდემიის პირობებში ქვეყნის მაკროეკონომიკური გამოწვევები, საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა, ეკონომიკური ზრდის, ლარის კურსის და ინფლაციის პერსპექტივები, ასევე საფინანსო სექტორის გადახდისუნარიანობის და ლიკვიდობის საკითხები. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ირაკლი კოვზანაძეს 2020 წლის საბანკო სექტორის წინასწარი მონაცემები გააცნო.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ეკონომიკის შეკუმშვის ფონზე, აუცილებელია მოხდეს საბანკო რისკების სწორი იდენტიფიკაცია და ადეკვატური ზედამხედველობის განხორციელება, იმის მიუხედავად, რომ საბანკო სექტორი მომზადებული შეხვდა პანდემიით და ეკონომიკის შეკუმშვით, ვარდნით გამოწვეულ რისკებს.

„პარლამენტმა ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით საბანკო სექტორი მოვამზადეთ კარგად. ფინანსური სისტემის მდგრადობა წლების განმავლობაში ამ სფეროში გატარებულმა რეფორმებმა განაპირობა: მათ შორის, დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, საპენსიო რეფორმა, კომერციული ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს შემოღება, კანონი „საინვესტიციო ფონდების“ შესახებ კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების გამკაცრება და ა.შ. ვფიქრობ, რომ სტაბილური და მდგრადი საბანკო სისტემის უზრუნველსაყოფად ერთდროულად გამართულად უნდა მუშაობდეს სამი კომპონენტი - ადეკვატური ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, მკაცრი საბანკო ზედამხედველობა და ქმედითი დეპოზიტების დაზღვევის სისტემა", - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R