ირაკლი მეზურნიშვილი კინოაკადემიის პრეზიდენტს, ბუბა ხოტივარს შეხვდა
მედია და საზოგადოება 05 აპრილი 2021
„კინოინდუსტრიაში არსებული პრობლემები და გამოწვევები კიდევ უფრო გაღრმავდა პანდემიის პერიოდში. ასევე ვისაუბრეთ ამ ინდუსტრიაში საკანონმდებლო ბაზის მიმართულებით მუშაობის გაუმჯობესებაზე. ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ გვექნება კიდევ არაერთი შეხვედრა, რათა პარლამენტის კულტურის კომიტეტმა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი კინოინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობისათვის. ამ მიმართულებით კულტურის კომიტეტი შექმნის სამუშაო ჯგუფს და მოვიწვევთ დარგის სპეციალისტებს“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.