საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირინე ფრუიძე: „უახლოეს მომავალში პარლამენტის ღიაობასთან დაკავშირებით ბევრი სიახლე გვექნება, რომელიც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა უფრო აქტიურ ჩართულობას საპარლამენტო საქმიანობაში”

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო 25 სექტემბერი 2019
ირინე ფრუიძე: „უახლოეს მომავალში პარლამენტის ღიაობასთან დაკავშირებით ბევრი სიახლე გვექნება, რომელიც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა უფრო აქტიურ ჩართულობას საპარლამენტო საქმიანობაში”

საქართველოს პარლამენტის ახალი ვებგვერდის შექმნა, მობილური აპლიკაციის გაუმჯობესება, მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის ამოქმედება, მუზეუმის დაარსება, რეგიონებში საპარლამენტო კუთხეების მოწყობა, - ეს ის სიახლეებია, რომლის განხორციელებასაც საქართველოს პარლამენტი უახლოეს მომავალში გეგმავს. ამის შესახებ ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მორიგ სხდომაზე ისაუბრეს.

„საბჭოს დღევანდელ სხდომაზე სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც საბჭოს საქმიანობაშია ჩართული, წარვუდგინეთ ღია პარლამენტის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების ანგარიში. ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ შესრულდა ვალდებულებების ნაწილი და რა არის დარჩენილი იმისათვის, რომ დავასრულოთ ამ სამოქმედო გეგმის განხორციელება. ძალიან ბევრი რამ უკვე გაკეთებულია პარლამენტის ღიაობის მიმართულებით. ჩვენ ასევე ვიმუშავეთ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში პარლამენტის როლის გაზრდაზე“, - განაცხადა ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ირინე ფრუიძემ. 

კანონპროექტის შემუშავებისთვის სპეციალური ელექტრონული ფორმის განსაზღვრის, ასევე განმარტებითი ბარათის შედგენის შესახებ სახელმძღვანელოსა და ვიდეოინსტრუქციის შემუშავების და მათი პარლამენტის ვებგვერდზე განთავსების საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის ანგარიში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა წარმოადგინა.

საბჭოს სხდომაზე პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის ამოქმედების, პარლამენტის მუზეუმის დაარსებისა და რეგიონებში საპარლამენტო კუთხეების მოწყობის საკითხებზე ისაუბრა. მან დამსწრეთ პროექტის - „მწვანე პარლამენტი“ - განხორციელების დეტალები გააცნო და პარლამენტის სასწავლო ცენტრში ელექტრონული სასწავლო პროგრამის დანერგვის შესახებ ისაუბრა. 
პარალმენტის მობილური აპლიკაციის გაუმჯობესების ვერსიის პრეზენტაცია აპარატის უფროსის მოადგილემ, ქეთევან კვინიკაძემ წარმოადგინა. 

მოქალაქეთა საზოგადოებრივი მისაღების გეგმა-ნახაზი სხდომის მონაწილეებს აპარატის უფროსის მოადგილემ, შოთა გოშაძემ გააცნო. 

ირინე ფრუიძის შეფასებით, ყველა ის სიახლე, რომელიც უახლოეს მომავალში პარლამენტის ღიაობასთან დაკავშირებით განხორციელდება, ხელს შეუწყობს მოქალაქეთა უფრო აქტიურ ჩართულობას საპარლამენტო საქმიანობაში და აამაღლებს საპარლამენტო დემოკრატიის შესახებ საზოგადოების ცნობიერებას, რაც მისივე მოსაზრებით, ძალიან მნიშვნელოვანია საპარლამენტო რესპუბლიკაში.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ პირველი შეხვედრა გამართა
11 მარტი 2021

ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ პირველი შეხვედრა გამართა

მსგავსი

კახა კუჭავამ ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის ორგანიზებულ ონლაინკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
09 დეკემბერი 2020

კახა კუჭავამ ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის ორგანიზებულ ონლაინკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ და საკონსულტაციო ჯგუფმა ღია პარლამენტის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმისათვის წარმოდგენილი ინიციატივები განიხილეს
23 ივლისი 2020

ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ და საკონსულტაციო ჯგუფმა ღია პარლამენტის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმისათვის წარმოდგენილი ინიციატივები განიხილეს

16 ივლისი 2020

ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო გამჭვირვალობის უმაღლეს ხარისხს ამკვიდრებს

ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ აჭარელ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარა
14 ივლისი 2020

ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ აჭარელ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R