საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის საკითხებზე იმსჯელეს

მედია და საზოგადოება 22 აპრილი 2021
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის საკითხებზე იმსჯელეს

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობაზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მიმართულებით იქ არსებულ პრობლემატურ საკითხებზე იმსჯელეს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც დახურულ კარს მიღმა გაიმართა.

შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ პარლამენტის აღნიშნული კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის წევრები, მოუსმინეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს რუსლან აბაშიძეს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ქეთევან ბაკარაძეს.

როგორც შეხვედრის შემდეგ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სოციალურ მომსახურებაზე ზრუნვისათვის და ეს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, როდესაც საქმე ეხება  ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს.

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისათვის სახელმწიფო ჯანდაცვის სერვისების მიწოდება არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება კონფლიქტის მოგვარების, რამეთუ ვფიქრობ, ყველაზე კარგი საურთიერთობო ენა არის ერთმანეთის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ხშირად არის შემთხვევები, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩვენი მოქალაქეები გადმოდიან სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რომ მიიღონ სამედიცინო მომსახურებები და მათში კმაყოფილების ინდექსი არის საკმაოდ მაღალი. თუმცა არის გარკვეულწილად პრობლემური საკითხებიც, მათ შორის, საოკუპაციო ზოლის გადმოკვეთასთან დაკავშირებით, ასევე, ამ სერვისების არსებობის თაობაზე ინფორმაციის ნაკლებობაზე. აშკარად გასაუმჯობესებელია ინფორმაციული უზრუნველყოფა, რათა იქ მცხოვრებმა მოქალაქეებმა იცოდნენ რომ გარკვეული სარგებელი არსებობს მათთვის და საჭიროების შემთხვევაში მიიღონ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

როგორც  კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა,  ამასთანავე ყველა პროგრამას სჭირდება მიმდინარეობის ეტაპზე გარკვეული კორექტირებები, ზედამხედველობა და სწორედ ამაზე იმსჯელეს შეხვედრაზე. მისი თქმით, სოციალური მომსახურების კუთხითაც გარკვეული საკითხები არის გასაუმჯობესებელი.

„სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრეთ. იქ ადგილზე, კერძოდ, გალის რაიონში, სამედიცინო დაწესებულებების გარკვეული სექტორი მუშაობს, ძირითადად, პირველადი ჯანდაცვის მომსახურების კუთხით, სადაც ბიუჯეტიდან პროგრამულად ფინანსდება სამედიცინო სერვისები. თუმცა, არის სამედიცინო მომსახურების ის სახეები, რომლებიც ადგილზე ვერ ხორციელდება და ამისათვის მოქალაქეები გადმოდიან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, ამ ბიუჯეტის მართვასაც სჭირდება გარკვეული საფინანსო კონტროლი და ჩვენ ვგეგმავთ, რომ ეს სისტემა იყოს უფრო მეტად გამართული და ეფექტური და, შესაბამისად, მოქალაქეებმაც უფრო მეტი სარგებელი მიიღონ. რაც მთავარია, ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენატანი იმისათვის, რომ ურთიერთობები აღდგეს და, რა თქმა უნდა, საბოლოოდ მოგვარდეს ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფოებრივი მართვაც სრულფასოვანი გახდეს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.  

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R