საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

კახა კუჭავა ბრიუსელში გავლენიანი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა

თავმჯდომარე 17 მაისი 2021
კახა კუჭავა ბრიუსელში გავლენიანი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, რომელიც პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, გავლენიანი კვლევითი ცენტრების და ექსპერტული წრეების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები მიმოიხილეს და ამ კონტექსტში, ევროკავშირის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის იმპლემენტაციაზე გაამახვილეს ყურადღება.

ისაუბრეს საარჩევნო რეფორმის გაგრძელების შესახებ.

ხაზი გაესვა პოლიტიკური დისკუსიის პარლამენტში გადატანისა და საპარლამენტო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ყურადღება გაამახვილეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე.

მხარეებმა ისაუბრეს განაცხადზე, რომელსაც საქართველო 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე გააკეთებს და ამ კუთხით, სახალხო დიპლომატიის გააქტიურებას გაუსვეს ხაზი.

როგორც კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათთვის ყოველთვის აქტუალურია საქართველო და პროცესები, რომლებიც ქვეყნის შიგნით და ასევე საგარეო მიმართულებით მიმდინარეობს.

„ძალიან საინტერესო აზრები მოვისმინე მათგან და ჩემი გზავნილებიც გადავეცი - პირველ რიგში ის, რომ ეს კრიზისი უნდა ვაქციოთ შესაძლებლობად და ვაქციეთ უკვე, როდესაც ხელი მოვაწერეთ შარლ მიშელის დოკუმენტს და ახლა მეორე ეტაპია ამ დოკუმენტში ასახული რეფორმების განხორციელება“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან იოსელიანმა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის თქმით, შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პროცესებში ევროკავშირის ჩართულობაზე ისაუბრეს.

„ექსპერტებთან ვისაუბრეთ ევროკავშირის ჩართულობაზე საქართველოში მიმდინარე პროცესებში და ასევე, იმ შეთანხმებაზე, რომელიც გაფორმდა პოლიტიკურ პარტიებს შორის შარლ მიშელის და ევროკავშირის მედიაციით. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამ შეთანხმების შესრულება, პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და პოლიტიკური პროცესის პარლამენტში წარმართვა იმისთვის, რომ შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმები განხორციელდეს და მაქსიმალურად ვეცადოთ, მივაღწიოთ კონსენსუსს ყველა პოლიტიკური აქტორის ჩართულობით," - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R