საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მაია ბითაძე - ტყის კოდექსი ეფექტიანად უნდა ავამოქმედოთ

მედია და საზოგადოება 10 თებერვალი 2021
მაია ბითაძე - ტყის კოდექსი ეფექტიანად უნდა ავამოქმედოთ
ტყის სექტორში არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე უძღვებოდა და რომელშიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება იმ პრობლემებზე გაამახვილეს, რომლებიც ტყეზე ზემოქმედების შემცირებასთან, მათ შორის, ტყის კოდექსის ახალ მიმართულებასთან - სოციალური ჭრების ახალ ფორმატთან არის დაკავშირებული. საუბარი შეეხო იმ გამოწვევებსაც, რომლებიც აუცილებელია ტყის კოდექსის ეფექტიანად ამოქმედებისათვის და რომელთა შორისაა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღების საკითხი.

„ვისაუბრეთ ასევე ფიტოსანიტარიის გამოწვევებთან დაკავშირებით როგორც ქალაქებში, ასევე ზოგადად სატყეო უბნებში. ხაზგასმით აღინიშნა იმის აუცილებლობაც, რომ საჭიროა მეტი კოორდინაცია იყოს მუნიციპალიტეტებსა და ტყის მართვის ორგანოს შორის. ყურადღება გამახვილდა ტყის მართვის გაძლიერებასთან დაკავშირებულ ხარჯებზეც. დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის გზები“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

სამუშაო შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე და ნინო თანდილაშვილი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R