საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მაია ბითაძემ გაეროს გლობალური შეთანხმების სათაო ოფისის მიერ ორგანიზებულ რეგიონულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

მედია და საზოგადოება 25 მარტი 2021
მაია ბითაძემ გაეროს გლობალური შეთანხმების სათაო ოფისის მიერ ორგანიზებულ რეგიონულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ მონაწილეობა მიიღო გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისა და გაეროს გლობალური შეთანხმების სათაო ოფისის მიერ ორგანიზებულ რეგიონულ კონფერენციაში - Making Global Goals Local Business - Georgia.

კონფერენციაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა მწვანე ეკონომიკა, ინოვაციები, მწვანე დაფინანსება და პარტნიორობა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მისაღწევად.

მაია ბითაძემ ისაუბრა გარემოსდაცვით სფეროში მიღწეულ უმნიშვნელოვანეს საკანონმდებლო და მმართველობით რეფორმებზე. მისი განცხადებით: „ათწლეულების განმავლობაში დერეგულირებული პროცესის შემდგომ 2014 წელს, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით, დაიწყო გარდამტეხი ეტაპი ახალი გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შემუშავებისა და არსებულის დახვეწის კუთხით. კერძოდ, 2014 წლიდან დღემდე საქართველოს პარლამენტმა მიიღო „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ” კანონი, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი"; ახალი „ტყის კოდექსი"; „ნარჩენების მართვის კოდექსი"; „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონი და სხვა. აღსანიშნავია, რომ მიღებული კანონები ნერგავენ ამ სფეროების მართვის ევროპულ პრინციპებსა და სტანდარტებს და უზრუნველყოფენ ქვეყნის მდგრად განვითარებას“.

კომიტეტის თავმჯდომარემ, ასევე, ისაუბრა დაგეგმილ საკანონმდებლო რეფორმებზე და აღნიშნა, რომ კომიტეტი სრულად აცნობიერებს, რომ მხოლოდ ახალი საკანონმდებლო ბაზა არ არის საკმარისი და აუცილებელია მათი ეფექტიანი აღსრულება, ამისათვის კომიტეტმა შეიმუშავა 6 პუნქტიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც სრულ თანხვედრაშია ასოცირების შეთანხმებასთან, მდგრადი განვითარების მიზნებთან და პარტია „ქართული ოცნების“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამასთან.

მაია ბითაძემ კონფერენციის მონაწილეებს კომიტეტის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული პრიორიტეტები გააცნო.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ რეფორმების მთავარი მიზანი ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის დანერგვაა, რაც გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად შექმნის ბევრ ეგრეთ წოდებულ „მწვანე სამუშაოს“ და უზრუნველყოფს ქვეყნის მდგრად განვითარებას.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ ხუთი ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, პოლონეთი, თურქეთი და ბელარუსი) სახელმწიფოს, ბიზნეს სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

 

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R