საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მარიამ ჯაშმა, გენადი მარგველაშვილმა და ლევან გოგიჩიაშვილმა გამარჯვებულ მოსწავლეებს ჯილდოები გადასცეს

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი 02 ოქტომბერი 2017
მარიამ ჯაშმა, გენადი მარგველაშვილმა და ლევან გოგიჩიაშვილმა გამარჯვებულ მოსწავლეებს ჯილდოები გადასცეს

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების და ინფორმატიკის ტურნირის გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. მოსწავლეებს ჯილდოები პარლამენტის წევრებმა: მარიამ ჯაშმა, გენადი მარგველაშვილმა და ლევან გოგიჩაიშვილმა გადასცეს. 

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება და მასში საშუალოდ, 100 000-მდე მოსწავლე იღებს მონაწილეობას. 

მარიამ ჯაშის ინფორმაციით, წლევანდელი ოლიმპიადის შედეგად გამოვლინდა 124 გამარჯვებული მოსწავლე. მოპოვებული ადგილების შესაბამისად, მოსწავლეები დაჯილდოვდნენ - 1000, 700, 500 და 50 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათებით და დიპლომებით. დეპუტატებმა, ასევე, მადლობის სიგელები გადასცეს რეიტინგული სიების მიხედვით გამოვლენილ 36 წარმატებულ სკოლას. 

„წარმატებული მოსწავლეები, რომლებმაც წამყვანი ადგილები მოიპოვეს ეროვნულ ოლიმპიადებში, მომავალში საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობის კანდიდატები ხდებიან. ოლიმპიადების დანერგვა და ამ სისტემის დახვეწა არის ძალიან მნიშვნელოვანი განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და მოსწავლეთა წახალისების კუთხით. წელს ჩვენ გვოქნდა არაჩვეულებრივი შედეგები - 14 საერთაშორისო ოლიმპიადის მედალი მოიპოვეს ქართველმა მოსწავლეებმა და გვინდა, რომ ეს რიცხვი ყოველწლიურად კიდევ მეტად გაიზარდოს“, - განაცხადა განათლების , მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა.

მისი თქმით, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადები არის ის პირველი პლატფორმა, რომელიც მოსწავლეებს საერთაშორისო ასპარეზისთვის ამზადებს. „ეს არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ მოსწავლეთა წახალისების კუთხით, არამედ თვითონ პედაგოგთა აღიარების და სკოლებს შორის ჯანსაღი კონკურენციის გაუმჯობესების თვალსაზრისით“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

მსგავსი

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა 2021 წლის სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას მხარი ერთხმად დაუჭირეს
13 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა 2021 წლის სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას მხარი ერთხმად დაუჭირეს

შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
06 მაისი 2021

შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების ერთობლივი სხდომა
28 აპრილი 2021

ევროპასთან ინტეგრაციის და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების ერთობლივი სხდომა

​განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა
21 აპრილი 2021

​განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R