საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მარიამ ჯაში, გენადი მარგველაშვილი და სიმონ ნოზაძე ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას ესტუმრნენ

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი 07 სექტემბერი 2017
მარიამ ჯაში, გენადი მარგველაშვილი და სიმონ ნოზაძე ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას ესტუმრნენ

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გენადი მარგველაშვილი და კომიტეტის წევრი სიმონ ნოზაძე დღეს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში სკოლის ხელმძღვანელობასა და პედაგოგებს შეხვდნენ.

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა დარგობრივი კურსების პარალელურად სახელმწიფო ენის სწავლებას ახორციელებს. შეხვედრაზე სკოლის დირექტორმა, ქეთევან მახარაშვილმა აღნიშნა, რომ პროგრამით სწავლება ხორციელდება როგორც სკოლის 10 რეგიონულ სასწავლო ცენტრში (ახალქალაქი, ნინოწმინდა, ბოლნისი, მარნეული, დმანისი, გარდაბანი, წალკა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი სოფელი ლამბალო, ახმეტა და ლაგოდეხი), ასევე მობილურ ჯგუფებში, რაც გულისხმობს სწავლებას ცენტრებს გარეთ. სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის თქმით, ქართული ენის სწავლება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საამაყო პროგრამა. „ხშირად ვხვდები ქართული ენის მცოდნე ახალგაზრდებსა და უფროსი თაობის წარმომადგენლებს ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში და უსაზღვროდ მახარებს, რომ სწავლების შედეგები სახეზეა“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა. მან გამოთქვა მზაობა, კომიტეტი დაეხმაროს სკოლას იმპლემენტაციის პროცესში წარმოქმნილი პრობლემებისა თუ ბარიერების დაძლევაში, პროგრამებისა თუ დონორების წრის გაფართოებაში.

კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გენადი მარგველაშვილის თქმით, მისასალმებელია, რომ საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების მხრიდან და შესაბამისი ქვეყნებიდანაც იკვეთება ინტერესი და მზაობა იმისა, რომ რაც შეიძლება ბევრმა მოქალაქემ შეისწავლოს ქართული ენა.

კომიტეტის წევრის, სიმონ ნოზაძის განცხადებით, ენა კულტურის უმთავრესი მატარებელია. აქედან გამომდინარე, ქართული ენის შესწავლა კიდევ უფრო გააღრმავებს საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების სიყვარულს სამშობლოს მიმართ.

პედაგოგებმა თავიანთი გამოცდილებები გაუზიარეს და რეგიონულ სასწავლო ცენტრებში არსებული მდგომარეობა გააცნეს დეპუტატებს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

მსგავსი

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა 2021 წლის სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას მხარი ერთხმად დაუჭირეს
13 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებმა 2021 წლის სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას მხარი ერთხმად დაუჭირეს

შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
06 მაისი 2021

შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების ერთობლივი სხდომა
28 აპრილი 2021

ევროპასთან ინტეგრაციის და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების ერთობლივი სხდომა

​განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა
21 აპრილი 2021

​განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R