საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მარიამ ჯაში: რუმინეთის პარლამენტი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ გზას

საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფები 10 ოქტომბერი 2019
მარიამ ჯაში: რუმინეთის პარლამენტი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ გზას

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ მარიამ ჯაშის, ისკო დასენის და სიმონ ნოზაძის წარმომადგენლობით რუმინეთის სენატსა და დეპუტატთა პალატაში მაღალი რანგის შეხვედრები გამართა.

საქართველოს დელეგაცია შეხვდა დეპუტატთა პალატის განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარეს, სორინ მიხაი კიმპეანუს, სენატის განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარეს, ლივიუ მარიან პოპის, რუმინეთის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ვიცეპრეზიდენტს, ლასლო-ოდონ ფეჟერს, ეკონომიკური პოლიტიკის, რეფორმებისა და პრივატიზაციის კომისიის მდივანს, ჯორჯ გაბრიელ ვისანს, თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის წევრს, კორნელიუ მუგურელ კოზმანჩიუსს და სენატის კულტურის, ხელოვნებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების კომიტეტის თავმჯდომარეს, ლუჩიან რომაშკანუს.

შეხვედრებზე რუმინულმა მხარემ დაადასტურა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ურყევი მხარდაჭერა და ორ ქვეყანას შორის მზარდი ეკონომიკური, ტურისტული და კულტურული თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად ხელშეწყობის მიზნები.

სენატი და დეპუტატთა პალატა მხარს დაუჭერს ქართველი სტუდენტების რუმინეთში სწავლისათვის უფრო მეტი შესაძლებლობების შექმნას და დაიწყება დიალოგი თბილისში რუმინული კულტურის ინსტიტუტის გახსნაზე.

„რუმინეთის პარლამენტში გამართულ შეხვედრებზე განვიხილეთ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და მასმედიის მიმართულებებით მოქმედი კანონმდებლობა და კონკრეტული ინიციატივები. ყველა მაღალი რანგის შეხვედრამ დაადასტურა, რომ რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ გზას. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერებაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს საქართველოს პარლამენტში რუმინეთთან მეგობრობის ჯგუფი, რომელსაც ბატონი ისკო დასენი ხელმძღვანელობს“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

„საქართველო-რუმინეთის ურთიერთობა არასდროს ყოფილა ამ ნიშნულზე და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროები ჩვენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სტრატეგიულ დონეზე აყვანას გეგმავენ“, - აღნიშნავს ისკო დასენი.

„რუმინეთთან 300 წლის კულტურული ურთიერთობა აკავშირებს საქართველოს. აღნიშნული ვიზიტით ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, თუ რაოდენ აფასებს რუმინელი ხალხი და ეკლესია ქართველი მოწამის - ანთიმოზ ივერიელის ღვაწლს. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება“, - აცხადებს სიმონ ნოზაძე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

გივი მიქანაძე - შემოდგომაზე ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარე დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა
11 მაისი 2021

გივი მიქანაძე - შემოდგომაზე ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარე დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა

მსგავსი

გივი მიქანაძე საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
08 აპრილი 2021

გივი მიქანაძე საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში, თურქეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა
06 აპრილი 2021

თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში, თურქეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

ბექა ოდიშარია თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა
01 აპრილი 2021

ბექა ოდიშარია თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა

საქართველოს და ირლანდიის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფების ონლაინ შეხვედრა
16 მარტი 2021

საქართველოს და ირლანდიის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფების ონლაინ შეხვედრა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R