საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში, თურქეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

მედია და საზოგადოება 06 აპრილი 2021
თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში, თურქეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ფატმა ჯერენ იაზგანის და თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბექა ოდიშარიას ერთობლივი ინიციატივით, საელჩოს შენობაში, თურქეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრების და საქართველოში მოღვაწე თურქი ბიზნესმენების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს, სადაც აღინიშნა, რომ კოვიდ პანდემიის პერიოდში, თურქული ინვესტიციებით განხორციელებული პროექტები, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ პანდემიის მიუხედავად, საელჩოში მოწვევის და შეხვედრის ორგანიზების საშუალება მოგვეცა. ვფიქრობ, რომ ჩვენს თანამშრომლობას ერთი პატარა ნაწილი აკლდა, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრების და თურქი ბიზნესმენების კავშირს წარმოადგენდა და დღევანდელი შეხვედრით თანამშრომლობის ჯაჭვის ეს რგოლიც შევავსეთ“, - განაცხადა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა.

თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ თურქ დიპლომატს საინტერესო შეხვედრისთვის და მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ  ფატმა ჯერენ იაზგანი, თავისი ყოველდღიური საქმიანობით, ხელს უწყობს და აღრმავებს თურქეთ-საქართველოს შორის ურთიერთობებს.

მისივე განცხადებით, ხაზგასასმელია ის სასიამოვნო ფაქტიც, რომ საქართველოში მოღვაწე თურქი ბიზნესმენებიდან, თითქმის ყველა მათგანი ქართულად საუბრობს, რაც მასპინძელი ქვეყნის და მისი კულტურის მიმართ დიდ პატივისცემას გამოხატავს.

„ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო თქვენთან ერთ საზოგადოებაში და ჩემს პატივცემულ კოლეგებთან ერთად ვუხელმძღვანელო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყნის, რეგიონული ლიდერის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფს. დღევანდელი შეხვედრით, ქალბატონმა ელჩმა ნამდვილად შეავსო ის ნიშა, რომელიც შევსებას საჭიროებდა, იმიტომ რომ ნებისმიერი ქვეყნის პოლიტიკა მაინც ძლიერ ეკონომიკას და გადასახადთა გადამხდელის კეთილსინდისიერებაზე დგას. საქართველოს ეკონომიკაში თურქული ინვესტიციები და მათ მიერ შეტანილი წვლილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მივესალმებით როგორც მრავალწლიან გამოცდილი კომპანიების საქართველოში შემოსვლას, ასევე თითოეულ ლირას და ცენტს, რომელიც წაეხმარება ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას“, - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

საელჩოში გამართულ შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის წევრები, მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლები მიესალმნენ და დღევანდელი შეხვედრის მნიშვნელობა აღნიშნეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R