საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს და ირლანდიის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფების ონლაინ შეხვედრა

მედია და საზოგადოება 16 მარტი 2021
საქართველოს და ირლანდიის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფების ონლაინ შეხვედრა

2021 წლის 16 მარტს გაიმართა საქართველოს და ირლანდიის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფების ონლაინ გაცნობითი შეხვედრა, რომელიც ასევე მიეძღვნა საქართველო-ირლანდიის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ზურაბაშვილი, მეგობრობის ჯგუფების ხელმძღვანელები გიორგი ხელაშვილი და დიარმუდ უილსონი და ჯგუფის წევრები.

ონლაინ შეხვედრისას აღინიშნა საქართველოსა და ირლანდიას შორის არსებული წარმატებული საპარლამენტო ურთიერთობები. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მზარდი დინამიკა. აღინიშნა კონკრეტულ სფეროებში, როგორიცაა განათლების, ტურიზმის, ვაჭრობის, სპორტის დარგებში ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და ასევე, რეგიონთაშორისი თანამშრომლობის განმტკიცების აუცილებლობა.

გიორგი ხელაშვილმა და მეგობრობის ჯგუფის წევრებმა ირლანდიელ კოლეგებს გააცნეს საქართველოს ევროინტეგრაციის წარმატებული ნაბიჯები, საუბარი შეეხო ბრიუსელში მიმდინარე ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს პარალელურად გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე ევროკავშირის მხრიდან დაფიქსირებული მტკიცე მხარდაჭერას.

ირლანდიის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა და წევრებმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისადმი, ასევე, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. დიარმუდ უილსონმა იმედი გამოთქვა, რომ ახლო მომავალში საქართველო ევროკავშირის ღირსეული წევრი გახდება. ირლანდიის პარლამენტის წევრებმა გამოხატეს თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა ბიზნესის, ტურიზმის, კულტურის სფეროში და ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო განმტკიცების კუთხით.

აღსანიშნავია, რომ ვირტუალური შეხვედრა ჩატარდა წმინდა პატრიკის დღესასწაულის წინა საღამოს. ტრადიციულად, ამ დღეს ირლანდიელები მიემგზავრებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და იქ აღნიშნავენ დღესასწაულს. ამჯერად, ირლანდიის პარლამენტის წევრებმა დღესასწაული ვირტუალურ სივრცეში, ქართველ კოლეგებთან ერთად აღნიშნეს.

საქართველოს პარლამენტში ირლანდიასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი ხელაშვილმა ირლანდიელ კოლეგებს მიულოცა წმინდა პატრიკის დღე და კმაყოფილებით აღნიშნა, რომ საქართველო, ტრადიციულად, მონაწილეობს „გლობალური გამწვანების“ კამპანიაში და 16 და 17 მარტს მწვანედ განათდა თბილისის სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა.

გიორგი ხელაშვილმა ირლანდიელი კოლეგები საქართველოში დაპატიჟა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R