საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გივი მიქანაძე საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

მედია და საზოგადოება 08 აპრილი 2021
გივი მიქანაძე საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, გივი მიქანაძემ საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დიმიტრის კარაბალისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-საბერძნეთს შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრეს.

გივი მიქანაძემ, ბერძენ დიპლომატს, საბერძნეთი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფებს შორის დაწყებული კომუნიკაციის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა. მანვე დიმიტრის კარაბალისს ის ინიციატივები გააცნო, რომლებიც ორი ქვეყნის პარლამენტს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გამყარების მიზნით, ქართული მხარის მიერ მომზადდა.

კერძოდ, საუბარია პარლამენტებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე, გაცვლითი ვიზიტების დაგეგმვაზე და 2022 წლისთვის, საქართველო-საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავზე, საზეიმო ღონისძიებების ორგანიზებასა და გამართვაზე. 

გივი მიქანაძის თქმით, აღნიშნული ინიციატივების შესახებ მისი ბერძენი კოლეგა - საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი უკვე ინფორმირებულია და მხარეებს შორის საქმიანი კომუნიკაცია არსებობს.

საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ორი ქვეყნის კანონმდებლებს შორის დაწყებულ კომუნიკაციას მიესალმა. მისივე განცხადებით, შეხვედრაზე მოსმენილ ინიციატივებთან დაკავშირებით იგი ათენში, შესაბამის სამსახურებს ინფორმაციას მიაწვდის და მხარს დაუჭერს ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც ორი ქვეყნის პარლამენტს კიდევ უფრო დააახლოვებს.

 
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R