საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მერაბ ქვარაია შვედეთის და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის და განათლების სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი 10 ოქტომბერი 2019
მერაბ ქვარაია შვედეთის და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის და განათლების სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მერაბ ქვარაიამ პროექტის „განათლება ყველასთვის“ ფარგლებში ჩართულ შვედეთის და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობისა და განათლების სისტემის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს შვედეთის თვითმმართველობის მიერ დაფინანსებულ პროექტზე, რომელიც სამი წელია მიმდინარებს საქართველოში. პროქტი ითვალისწინებს ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებას და მოსწავლეების ჩართულობის გაზრდას სკოლის თვითმმართველობაში.

შეხვედრას ესწრებოდა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გენადი მარგველაშვილი. მან სტუმრებს საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმა გააცნო და სკოლების საჭიროებებზე ისაუბრა. დეპუტატმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა საქართველოში მათი საქმიანობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი პროექტები კვლავ გაგრძელდება.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მერაბ ქვარაიამ აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები და ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება არის მნიშვნელოვანი განათლების სექტორის განვითარებისთვის: „განათლება არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი, ჩვენი ევროპელი პარტნიორების ჩართულობა, მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი და იმ პრაქტიკის გაზიარება, რომელიც მათ უკვე აქვთ. სწორედ განათლების განვითარებას, გამოცდილების გაზიარებას ეძღვნებოდა ეს პროექტი, ამ პროექტში ქალაქი ზუგდიდი არის ჩართული. მსგავსი პროექტები ხელს უწყობს განათლების სექტორის გაძლიერებას, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს პროექტი, რომლის ფარგლებშიც შვედეთისა და საქართველოს თვითმმართველობის წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები გადავა ახალ ეტაპზე და ეს თანამშრომლობა გაგრძელდება“.

შეხვედრას ესწრებოდა შვედეთის სამეფოს პარლამენტთან საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დიმიტრი ცქიტიშვილი, რომელმაც საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმაზე ისაუბრა და შვედეთის წარმომადგენლებს მეგობრობის ჯგუფის საქმიანობა გააცნო.

შვედეთის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის უფროსის მოადგილე ზამირა ღადუა და ზუგდიდის წმ. გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიის დირექტორი მანანა ნაჭყებია.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა ზემო აჭარაში
22 მაისი 2021

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა ზემო აჭარაში

მსგავსი

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის სხდომაზე სარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილელებზე იმსჯელეს
22 მაისი 2021

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის სხდომაზე სარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილელებზე იმსჯელეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომა
17 მაისი 2021

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა
26 აპრილი 2021

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა

​რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა
20 აპრილი 2021

​რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R