საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის სხდომაზე სარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილელებზე იმსჯელეს

მედია და საზოგადოება 22 მაისი 2021
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის სხდომაზე სარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილელებზე იმსჯელეს
საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილები შედის, რომლითაც საარჩევნო კანონმდებლობა დაიხვეწება.

საკანონმდებლო პაკეტი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე ერთ-ერთმა ავტორმა და ინიციატორმა, შალვა პაპუაშვილმა წარმოადგინა

„პოლიტიკურ პარტიებს შორის გაიმართა მრავალრაუნდიანი დიალოგი, რომლის შედეგადაც შემუშავდა რეკომენდაციები, რომლებმაც მემორანდუმის სახე მიიღო. მემორანდუმს ხელი მოაწერეს მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“. მოგვიანებით შემოუერთდნენ „ევროპელი სოციალისტები“. შეთანხმება გულისხმობდა მემორანდუმით განსაზღვრული საკითხების გადაჭრისთვის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მომზადებას და საქართველოს პარლამენტისთვის განსახილველად წარდგენას. წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია საქართველოს საარჩევნო კოდექსში აისახოს ნორმები, რომლებითაც აღმოიფხვრება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გამოვლენილი ცალკეული ხარვეზები, ასახავს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების საკითხებზე და უპასუხებს პოლიტიკურ პარტიებს შორის გაფორმებული ზემოხსენებული მემორანდუმის სულისკვეთებას“, - განაცხადა კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა და ინიციატორმა შალვა პაპუაშვილმა.

„საარჩევნო სისტემის ცვლილებებში განსაკუთრებული სიახლე უკავშირდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. კერძოდ, არსებულ მდგომარეობასთან შედარებით უფრო მეტად პროპორციული იქნება 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. თვითმმართველ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, რუსთავში ფოთსა და ბათუმში თანაფარდობა საკრებულოს წევრებისა იქნება ოთხი ერთზე, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში თანაფარდობა იქნება ორი ერთზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კანონპროექტი ითვალისწინებს ცესკოს წევრთა რაოდენობის, შემადგენლობის და მათი არჩევის წესის, პარტიების მიერ ცესკოს წევრების დანიშვნისა და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესის ცვლილებას. მისივე ინფორმაციით, კანონპროექტით შემოთავაზებულია ცესკოს თავმჯდომარის არჩევის ახალი წესი.

„კანონპროექტით ზუსტდება საოლქო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილებები, იცვლება საოლქო საარჩევნო კომისიის შექმნის, კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა დანიშვნისა და არჩევის წესი. საარჩევნო ადმინისტრაცია შერეული სახის იქნება სამივე დონეზე, 8 პროფესიული და 9 პარტიების მხრიდან დანიშნული წევრით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტის მიერ არჩეულ ცესკოს წევრთაგან საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს ცესკო სიითი შემადგენლობის ორი მესამედით, ფარული კენჭისყრით, ან საქართველოს პარლამენტი, ამ მუხლით დადგენილი წესის გათვალისწინებით. ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ცესკოში მისი წევრობის ვადით. საქართველოს პრეზიდენტი ამ მუხლით დადგენილი წესით შეარჩევს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ცესკოს 8 წევრის კანდიდატურას. საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული ცესკოს წევრების უფლებამოსილების ვადა 5 წელი იქნება.

კანონპროექტი, ასევე, ითვალისწინებს საუბნო საარჩევნო კომისიის შექმნის წესის, კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა არჩევისა/დანიშვნისა და უფლებამოსილებების ცვლილებებს.

„ცესკოში 2 ვაკანსია წარმოიქმნება და საჭირო იქნება შერჩევა, რისთვისაც დაბლოკვის საწინააღმდეგო სპეციალური წესი არის გაწერილი“,- აღნიშნა, შალვა პაპუაშვილმა.

მისივე განმარტებით, კანონპროექტი ითვალისწინებს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა წრის შეზღუდვას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ამკრძალავ ახალ წესს.

კანონპროექტში საუბარია კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხების აკრძალვაზე.

„დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. დაუშვებელია ასევე კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, იცვლება როგორც კენჭისყრის და არჩევნების შედეგების შეჯამების, ასევე კანონით განსაზღვრული გასაჩივრების წესი და ვადები. შემოთავაზებულია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შემადგენლობის განსაზღვრის ახალი წესი.

„გათვალისწინებულია შემთხვევითი შერჩევის პრინციპით თითო ოლქში 5 უბნის გადათვლა, რაც საბოლოო ჯამში, იმის გათვალისწინებით, რომ 73 ოლქი გვაქვს, გამოდის 365 უბანი, რაც არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არსებული უბნების 10%. ფაქტობრივად, უბნების 10% გადაითვლება ხელახლა, რაც უდრის არჩევნების სრულად გადათვლას“, - აღნიშნა მომხსენებელმა.

მისი თქმით, კანონპროექტში წარმოდგენილია არჩევნებში გარკვეულ მოქმედებათა ელექტრონული საშუალებებით განხორციელების შესაძლებლობები. მისივე ინფორმაციით, კანონპროექტი უკვე გაგზავნილია ვენეციის კომისიაში და საქართველოს პარლამენტი მისი დასკვნის მოლოდინშია.

დეპუტატებმა კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს.

კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, რაიონები, როგორიცაა დუშეთი, დედოფლისწყარო, სადაც ძალიან დაშორებულია სოფლები ერთმანეთისგან, შეიძლება დიდი პრობლემა იყოს ერთი სოფლიდან არჩეული მაჟორიტარი, რომელიც რამდენიმე სოფელს ემსახურება.

„ამაზე ბევრჯერ გამოგვითქვამს წუხილი, მაგრამ ეს მიდგომა კვლავაც იგივე რჩება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. სოზარ სუბარმა ასევე უპასუხა სხდომაზე დასმულ წინადადებას, რომ სოფლის რწმუნებულები იყვნენ არჩეულნი.

„რწმუნებულების არჩევას აზრი არ აქვს, თუ რწმუნებულს თავისი ბიუჯეტი არ აქვს. პრაქტიკულად ეს ნიშნავს თვითმმართველობაში კიდევ ერთი ახალი დონის გაჩენას თავისი ბიუჯეტით. რამდენად საჭიროა ამის გაკეთება ამაზე შეიძლება დისკუსია მომავალში, მაგრამ ამ საარჩევნო რეფორმის ნაწილი ეს ვერ გახდება. რაც შეეხება საკრებულოს წევრებს, რომელთაც ხალხი ირჩევს, ისინი უნდა წარმოადგენდნენ საკუთარ სოფელს, უბანს მუნიციპალიტეტში, იყვნენ ლობისტები თავისი ამომრჩევლის, ისინი ამტკიცებენ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ისინი ახლოს იყვნენ თავიანთ ამომრჩევლებთან“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მომხსენებელმა კომიტეტების წევრთა კითხვებს უპასუხა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R