საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა

მედია და საზოგადოება 26 აპრილი 2021
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“კანონპროექტი თანმხლებ საკანონდებლო პაკეტთან ერთად განიხილეს.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განმარტებით, კანონპროექტის მიღებით მოხდება მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება, ამ ობიექტის მესაკუთრეებს კი მიეცემათ საშუალება, თავიანთი საკუთრება უკვე დაარეგისტრირონ არა როგორც მშენებარე ან დაუსრულებელი, არამედ როგორც დამთავრებული მშენებლობა. გარდა ამისა, მესაკუთრეებს მიეცემათ შესაძლებლობა საკუთარი შეხედულებისამებრ განავითარონ თავიანთი საკუთრება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის, შექმნან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები და გამოიყენონ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის გათვალისწინებული უფლებამოვალეობები.

კანონპროექტით, დაუშვებელი ხდება ექსპლუატაციაში მიღების შესახებ შესაბამისი აქტის კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოცემამდე და ექსპლუატაციაში მიღებამდე შენობა-ნაგებობის ელექტროენერგიით და ბუნებრივი გაზით მომარაგება.

„გარდა ამისა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილი იქნება ექსპლუატაციაში მიიღოს 2020 წლის 18 აგვისტომდე დამთავრებული ის მშენებლობა, რომელზეც ქალაქ თბილისის ფარგლებში გაცემულია მშენებლობის ნებართვა, ან არ არის გაცემული ნებართვა, თუმცა განთავსებულია დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის არეალში. ამასთანავე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში პირები თავისუფლდებიან სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/სარგებლობაში გადაცემის პირობის დარღვევისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი გადაუხდელი პირგასამტეხლოს გადახდისაგან თუ ეს ვალდებულებები უნდა შესრულებულიყო იმ ტერიტორიაზე, რომელზეც განთავსებულია საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსითა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული ობიექტი და ეს ობიექტი მიღებული იქნება ექსპლუატაციაში“, - განაცხადა მომხსენებელმა.

მისივე თქმით, ფულადი სახის ადმინისტრაციული სახდელისაგან - ჯარიმისგან, შესაბამისი საურავისგან და სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობის გადახდისაგან თავისუფლდებიან ის პირები, რომელთაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2020 წლის 18 აგვისტომდე და რომელთა მიმართაც მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.

დეპუტატებმა მოსაზრებები გამოთქვეს წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის აზრით, ეს არის წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი საკითხი.

„ეს შეიძლება იყოს კარგი სტარტი შემდგომში უფრო მკაცრი მიდგომების გამოყენებისთვის. ჩემთვის გასაგებია დიფერენცირების საკითხი, რაც თბილისის ტერიტორიას გამოარჩევს ქართველოს დანარჩენი ტერიტორიისგან, თუმცა ამასთან დაკავშირებით ბევრი რეკომენდაცია გვექნება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, ვადებთან დაკავშირებითაც აქვს კომიტეტს მოსაზრება, რომ 18 აგვისტოს შემდგომი პერიოდიც შეიძლება იქნას განხილული. მისი მოსაზრებით, ელექტროენერგიასთან და გაზთან ერთად ჩასამატებელია წყალი.

„ასევე კარგი იქნება, თუ დავაზუსტებთ, რაკი 2-წლიანი პერიოდია მიმართვისთვის გათავლისწინებული. დარეგულირებას საჭიროებს ასევე ის ურთიერთობები, რომელიც ამ 2 წლის განმავლობაში შეიძლება წარმოიშვას. ჩემი შემოთავაზებაა, ამას მორატორიუმის სტატუსი ჰქონდეს, თუმცა ჩამოქცევის გადრაუვალი საფრთხე როცა არის, არ შეიძლება ადამიანები 2 წელი ვალოდინოთ და რისკი შევქმნათ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის მოსაზრებით, საკმაოდ რთული კანონპროექტია, რადგან ძალიან ბევრი ადამიანის ბედს და ბევრ საკითხს ეხება.

„ერთსა და იმავე საკითხს აქვს თავისი პლუსი და მინუსი და უნდა ავწონ-დავწონოთ, რა უფრო მეტია ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში - მეტია დადებითი თუ მეტია უარყოფითი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. თუმცა მისივე თქმით, კანონპროექტი მეტ სარგებელს მოიტანს, ვიდრე შესაძლო ზიანს. მომხსენებელმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს კანპონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინების პირობით.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R