საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ნიკოლოზ სამხარაძე კარლ ჰარცელს შეხვდა

მედია და საზოგადოება 17 თებერვალი 2021
ნიკოლოზ სამხარაძე კარლ ჰარცელს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა საქართველოს მიერ გაცხადებულ ამბიციურ სამომავლო გეგმას, რომელიც 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადის გაკეთებას გულისხმობს. როგორც შეხვედრისას აღინიშნა, ამ მიზნის მისაღწევად ქვეყანა განახორციელებს რეფორმებს და შეასრულებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში არსებულ ძალიან მძიმე ვითარებას.

ნიკოლოზ სამხარაძემ, დიპლომატს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის მიერ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ასევე, მსოფლიოს მასშტაბით, არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის.

შეხვედრისას, ხაზი გაესვა ევროკავშირის მისიის როლს პარლამენტის ინსტიტუციურ გაძლიერებაში. მხარეებმა ისაუბრეს პარლამენტის სამომავლო გეგმებზე, მათ შორის დაგეგმილ საარჩევნო რეფორმაზე.

შეხვედრაზე, მხარეებმა, სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესები, შავი ზღვის რეგიონში არსებულ გამოწვევები და რეგიონის უსაფრთხოების საკითხები მიმოიხილეს.

ევროკავშირის ელჩთან გამართულ შეხვედრაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი მონაწილეობდა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

22 ივნისი 2021

ნიკოლოზ სამხარაძე  საქართველოში ავსტრალიის ელჩს  შეხვდა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R