საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ნინო წილოსანი მიწის სააგენტოსა და საჯარო რეესტრის წარმომადგენლებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 22 დეკემბერი 2020
ნინო წილოსანი მიწის სააგენტოსა და საჯარო რეესტრის წარმომადგენლებს შეხვდა
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი მიწის სააგენტოსა და საჯარო რეესტრის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც სააგენტოს მუშაობის მიმდინარეობაზე და მთელი საქართველოს მასშტაბით, მიწის ინვენტარიზაციის საკითხებზე ისაუბრეს.

„მიწის რეფორმა არის ჩვენი ერთ-ერთი საკვანძო საკითხი, რომელზეც ხელისუფლება მუშაობდა. ამ მიმართულებით დაიხვეწა კანონმდებლობა. ცვლილებებიდან გამომდინარე, ერთ-ერთი საკვანძო მომენტი იყო მიწის მონიტორინგის და აღრიცხვის სააგენტოს დაარსება, რომელიც 2020 წლის პირველი იანვრიდან უნდა დაფუძნებულიყო. მას მიმდინარე წლის პირველ ნახევარში განსახორციელებელი ჰქონდა ვალდებულებები. კომიტეტმა მიზნად დავისახეთ, რომ საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში მონიტორინგი გავუწიოთ მიწის სააგენტოს მუშაობას“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მან სისტემურ რეგისტრაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია რეესტრის წარმომადგენლებისგან მოისმინა.

„როდესაც ამ პროექტს დავასრულებთ, იქნება ნამდვილად სამაგალითო პროექტი. სამწუხაროდ, მიწის სააგენტოსგან ვერ მივიღეთ დამაკმაყოფილებელი ინფორმაცია შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით. ჩვენ ამ თემაზე აუცილებლად გვექნება კომუნიკაცია მინისტრთან და პრემიერ მინისტრთან, იმიტომ, რომ მიწის ბალანსის შედგენა, რომელიც კანონით გაწერილია 2023 წლამდე, უნდა მოხდეს აუცილებლად გადავადების გარეშე, მაგრამ თუ დროულად არ იქნება დაწყებული, შეუძლებელი იქნება მისი დროული დასრულება. ამ საკითხებზე კომიტეტი ვაპირებთ აქტიურ მუშაობას, იმიტომ რომ ყველა პროექტი, ინიციატივა, პოლიტიკის ნაწილი, რაც დავიწყეთ განსახილველად პირდაპირ კავშირში არის მიწის რეგისტრაციის სრულყოფასთან და საბოლოო ჯამში, ამ აღრიცხვიანობის მოწესრიგებასთან. ამიტომ, მიწის სააგენტოს მუშაობას აქვს სოფლის მეურნეობის განვითარებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R