საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ნინო წილოსანი ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

მედია და საზოგადოება 25 თებერვალი 2021
ნინო წილოსანი ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ მააიკე ვან კოლდამს შეხვდა.

მხარეებმა შეხვედრაზე ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაზე გაამახვილეს.

ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე საუბრისას კი, ძირითადი ყურადღება აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, რომელიც იმავდროულად გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარეცაა, დაეთმო როგორც აგრარული მიმართულების საკითხებს, ასევე გენდერული თანასწორობის თემებს.

„შეხვედრა საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან ეს ორივე მიმართულება, როგორც აგრარული, ასევე გენდერული თანასწორობის საკითხები ელჩის და საელჩოსთვის აქტიური თანამშრომლობის მიმართულებებს წარმოადგენს. ისინი კონკრეტულ პროექტებს ახორციელებენ სხვადასხვა ორგანიზაციების მეშვეობით აგრარულ სექტორში, მათ შორისაა, საკვები პროდუქტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული, ასევე რძის პროდუქტების წარმოების წახალისება და სხვა საკითხები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ისინი აქტიურად უჭერენ მხარს ჩვენს კანონმდებლობას, თუ შემდეგ მის აღსრულებას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ, როგორც აგრარული კომიტეტიდან, ასევე გენდერული თანასწორობის საბჭოდან, მჭიდრო თანამშრომლობას ვგეგმავთ საელჩოსთან და პირადად ქალბატონ ელჩთან“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ნინო წილოსანმა.

მხარეებმა შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში კონკრეტული აქტივობებიც დაგეგმეს, როგორც აგრარული სექტორის განვითარების, ასევე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R