საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის პლენარული სხდომა

პლენარული სხდომები 14 აპრილი 2021
პარლამენტის პლენარული სხდომა

პლენარული სხდომა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ  დედაენის დღის მილოცვით გახსნა.  

„დღეს აღვნიშნავთ საქართველოს სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს - დედაენის დღეს. მსოფლიო დამწერლობათა შორის, ქართულ ანბანს გამორჩეული ადგილი უჭირავს თავისი უნიკალური სტილითა და ჟღერადობით. იუნესკოს გადაწყვეტილებით, ქართული ენის სამივე ანბანს - ასომთავრულს, ნუსხურს და მხედრულს - კაცობრიობისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ქართულმა ენამ საუკუნეები გამოიარა და თან ატარა ჩვენი კულტურა, ერთიანობა, იდენტობა და ისტორია. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი წინაპრების თავდადებასაც, მათ შორის, 1978 წელს ქართული საზოგადოების მტკიცე და ერთსულოვან ძალისხმევას, რომელმაც დღემდე შემოგვინახა ეს საგანძური. ამ საგანძურს განსაკუთრებული ზრუნვა და მოფრთხილება სჭირდება. კიდევ ერთხელ, ყველას, ვინც იცავს, ზრუნავს და სიამაყით იყენებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ქართულ ენას, ვულოცავ დედაენის დღეს.  მადლობას ვუხდი მასწავლებლებს, რომლებიც ამ უნიკალურ საგანძურს გადასცემენ ახალ თაობებს და, მით უმეტეს, პანდემიის პერიოდში, როდესაც განათლების პროცესს მნიშვნელოვანი გამოწვევები შეექმნა, განსაკუთრებით დასაფასებელია მასწავლებლების ღვაწლი და შრომა“, - განაცხადა  არჩილ თალაკვაძემ.

დეპუტატებმა დაჩქარებული წესით, მეორე და მესამე მოსმენით განიხილეს და მიიღეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები. 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განმარტებით,  კანონპროექტის მიზანია უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო პროგრამის არარსებობის გამო არ ჰქონდათ სრული ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოს მოქმედ სკოლებში.

მისი თქმით, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილვისას გამოთქმული მოსაზრებები კანონპროექტში გათვალისწინებული და ასახულია.

დეპუტატებმა კანონპროექტი შეაფასეს, როგორც უმნიშვნელოვანესი  დოკუმენტი და მადლობა გადაუხადეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივაზე აქტიური მუშაობისთვის.

დღესვე განიხილეს და მხარი დაუჭირეს  „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“  ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გივი ჭიჭინაძის განმარტებით, ცვლილებების მიღების შემდეგ, 2022 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდება საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შესაძლებლობა, ასევე, საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების სპეციალური წესით სარგებლობის შესაძლებლობა და საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლებით სარგებლობის ვადა.

დღესვე, დეპუტატებმა მოისმინეს და ცნობად მიიღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობის ანგარიში, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ.წარმოადგინა.

„ანგარიში 80-გვერდიანია და შინაარსობრივად მოიცავს კომიტეტთან არსებული კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების შედეგებს, კანონშემოქმედებით საქმიანობას, კომიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე საქმიანობას, საბიუჯეტო საქმიანობას, კომიტეტის საზედამხედველო უფლებამოსილებას, საბიუჯეტო კონტროლს, კომიტეტთან არსებულ სახელმწიფო აუდიტის სამსახურების ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის საქმიანობას და ამ მიმართულებით თითოეული ნაწილია აღწერილი ჩვენს ანგარიშში“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.  

მისი ინფორმაციით, კომიტეტმა 2020 წლის განმავლობაში ჩაატარა 28 კომიტეტის სხდომა, რომელზეც განხილული იყო 647 საკითხი, მათ შორის, 318 საკითხზე კომიტეტი იყო წამყვანი. კომიტეტმა მოისმინა პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების 29 სხვადასხვა ანგარიში და 14 საბიუჯეტო განაცხადი.

„მოგეხსენებათ, პარლამენტში 15 კომიტეტიდან საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს მიყავს საპარლამენტო საქმიანობის 49%“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

„განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში" განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა წარმოადგინა.

მისი ინფორმაციით, კომიტეტმა გამართა 23 სხდომა, წამყვანი სტატუსით განიხილა 7 კანონპროექტი, სავალდებულო  წესით განიხილა და დასკვნა მოამზადა 6 კანონპროექტზე და 2 საერთაშორისო ხელშეკრულებაზე, 6 სხდომა დაეთმო პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული უწყებების მოსმენას, ჩაატარა 3 თემატური მოკვლევა. დეპუტატებმა ცნობად მიიღეს წარმოდგენილი ანგარიში.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგი ამოწურულია და ხვალიდან პარლამენტი საკომიტეტო სხდომების რეჟიმში გადავა.
 

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R