საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 28 მარტი 2012
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე შეხვდნენ გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენელს თურქეთში, ფონდის ოფისების დირექტორს საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში, ზაჰიდულ ჰაქს და გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენელს საქართველოში, თამარ ხომასურიძეს.

გიორგი წერეთელმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით. 2012 წელი საპარლამენტო არჩევნების წელია და პარლამენტარები აქტიურად მუშაობენ მოსახლეობასთან, განსაკუთრებით რეგიონებში, რათა კიდევ უფრო კარგად გააცნობიერონ მათი პრობლემები, რომელთა გადაჭრა უნდა იყოს მთავრობის უპირველესი პრიორიტეტი. ბევრი რამ კეთდება უკანასკნელ პერიოდში, რათა ქვეყანამ მაქსიმალურად მიაღწიოს ათასწლეულის განვითარების მიზნებს (აგმ) და ამ პროცესების ზედამხედველობისა და ადვოკატირებისათვის პარლამენტში შექმნილია აგმ საპარლამენტო ჯგუფი. გარკვეული მიმართულებებით საქართველოს მნიშვნელოვანი წარმატებები აქვს, მაგალითად ჯანდაცვის და განათლების მიზნების მიღწევაში, თუმცა ზოგიერთი მიმართულებით, განსაკუთრებით მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების და დასაქმების სფეროში გამოწვევები ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია. ჯანდაცვის სფეროში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სიტუაცია ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, რამაც შესაბამისად გაზარდა მომსახურების უტილიზაცია და მოთხოვნა ხარისხიან სერვისებზე, ამიტომაც შემდგომ ეტაპზე პრიორიტეტული ხდება მოსახლეობისათვის ფინანსური ხელმისაწვდომობის და ხარისხის უზრუნველყოფა. ამ თვალსაზრისით აუცილებელია სახელმწიფო და კერძო სექტორის ერთობლივი ძალისხმევა, სადაზღვევო სისტემის განვითარება და უმწეო მოსახლეობისათვის სახელმწიფო გარანტიების შექმნა. სახელმწიფოს როლის გაზრდის ნათელი მაგალითია მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფებისათვის უკვე არსებული და შემოდგომიდან დამატებით ყველა პენსიონერისათვის და 6 წლამდე ბავშვებისათვის სამედიცინო დაზღვევის პაკეტების მიწოდება, რაც თავისთავად შეამსუბუქებს ეკონომიკურ სიდუხჭირეს. ასევე პოზიტიურ მაგალითად გამოდგება ფარმაცევტულ სექტორში გატარებული ანტიმონოპოლური ღონისძიებები, რამაც ბაზარზე ფასები საშუალოდ 25%-ით დაწია. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ასევე ისაუბრა პალამენტის როლზე ყველა ამ პროცესებში - იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რაც ბოლო პერიოდში ხორციელდება და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

ბატონმა ზაჰიდულ ჰაქმა დამსწრეებს გააცნო გაეროს მოსახლეობის ფონდის ძირითადი სამუშაო მიმართულებები უახლოესი წლებისათვის – მათ შორის რეპროდუქციული ჯანმრთელობის, გენდერული თანასწორობის და ძალადობის, აივ/შიდსის და ახალგაზრდობის სფეროში. 2012 წელს დაგეგმილია ICPDD გლობალური კვლევა და ქვეყნები გაეროს სააგენტოების აქტიური მონაწილეობით ჩაატარებენ ეროვნულ კვლევებს, რაც ძალზედ სასარგებლო ინფორმაციით უზრუნველყოფს ქვეყნებს მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ და ამიტომაც პარლამენტის მონაწილეობას დიდი მნიშვნელობა ექნება ამ პროცესში. ბატონმა ზაჰიდულ ჰაქმა ასევე ისაუბრა ისეთ საინტერესო ინიციატივებზე, როგორიცაა ახალგაზრდებისადმი კეთილგანწყობილი სერვისები და ცენტრები, ქალებისადმი კეთილგანწყობილი ქალაქები და ა.შ. ამ მიმართულებით საქართველოსა და თურქეთს თანამშრომლობის დიდი პერსპექტივა გააჩნიათ.

შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთახმდნენ ნაყოფიერი და მრავალწლიანი თანამშრომლობის გაგრძელებასა და კიდევ უფრო გაღრმავებაზე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R