საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახაბერ კუჭავა ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, რან გიდორს შეხვდა

მედია და საზოგადოება 02 აპრილი 2021
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახაბერ კუჭავა ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, რან გიდორს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახაბერ კუჭავა ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, რან გიდორს შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ისრაელს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებაზე.

„დღეს შევხვდი ჩვენი ქვეყნის მეგობარს, ბატონ რან გიდორს. ისრაელის სახელმწიფოს ელჩთან ხშირი კომუნიკაცია გვაქვს და გავდივართ ყველა იმ საკითხს, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვის. საქართველოსთვის და ისრაელისთვის ორმხრივად საინტერესო და პრიორიტეტული საკითხების წინ წასაწევად, აუცილებელია ახალი გზების მოძიება. შეხვედრისას ვისაუბრეთ ყველა აქტუალურ საკითხზე, მათ შორის, პანდემიით შექმნილ გამოწვევებზე და საქართველოსა და ისრაელს შორის სავაჭრო - ეკონომიკური  ურთიერთობების გაძლიერებაზე. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე საუბრისას, ბატონ ელჩს გავაცანი ის მიმდინარე საკითხები, რასაც აკეთებს დღეს ხელისუფლება ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარების კუთხით. საქართველოს ისრაელის სახით ძლიერი პარტნიორი ჰყავს, რომელიც გვერდში გვიდგას და დარწმუნებული ვართ, რომ კიდევ უფრო გავაძლიერებთ არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ.

შეხვედრის ერთ-ერთ თემას, საქართველოს პარლამენტში არსებული ისრაელის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი და მის ფარგლებში საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება წარმოადგენდა.

შეხვედრისას კახაბერ კუჭავამ აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი მზადაა გამოიყენოს მაქსიმალური შესაძლებლობები, რათა ისრაელთან არსებული ურთიერთობები საკანონმდებლო დონეზე, კიდევ უფრო გაღრმავდეს და განვითარდეს მომავალ წლებში.

 

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R