საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის 2020“ დაჯილდოების ცერემონიის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა

მედია და საზოგადოება 25 მარტი 2021
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის 2020“ დაჯილდოების ცერემონიის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავა, ათასწლეულის ფონდის მიწვევით „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის 2020“ დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

კახაბერ კუჭავამ ქალთა თანასწორუფლებიანობის ხელშეწყობის კუთხით პარლამენტის გენდერული საბჭოს საქმიანობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩემთვის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილისთვის, დიდი პატივია თქვენს წინაშე ამ ღონისძიებაზე გამოსვლა. ძალიან მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ქალთა თანასწორუფლებიანობის ხელშემწყობი იქნება და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაც სწორედ ამ მიზნის მიღწევას ემსახურება. საბჭოს პასუხისმგებლობებში შედის, რომ არსებობდეს სტრატეგია ამ კუთხით, ასევე ხორციელდებოდეს ის ხელშემწყობი ზომები, რომელიც ქალების გენდერულ თანასწორობას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

მისივე თქმით, ქალების წვლილი ეკონომიკაში ძალიან მნიშველოვანი და დიდია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.

„ქალების ხელშეწყობა, მათი პროფესიული გაძლიერება ხელს უწყობს ინკლუზიურობას, ზრდასა და ეკონომიკაში მათი წვლილის უფრო ძლიერად უზრუნველყოფას. შესაბამისად, მოხარული ვარ, რომ საქართველოში კერძო სექტორი აქტიურად მონაწილეობს და მუშაობს ამ მიმართულებით. 2016 წლიდან მოყოლებული 150-მა კომპანიამ დააფიქსირა და წარმოაჩინა თავისი მხარდაჭერა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის და ქალთა გაძლიერების კუთხით და ეს ნამდვილად მისასალმებელია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

კახაბერ კუჭავამ მადლობა გადაუხადა დაჯილდოების ცერემონიის ორგანიზატორებს და ასევე, ყველა კომპანიას ქალების გაძლიერების ხელშეწყობისთვის და გენდერული თანასწორობის კუთხით გატარებული პოლიტიკისთვის.

„ვიმედოვნებ, რომ ეს პრინციპები უფრო ფართოდ დამკვიდრდება ჩვენს საზოგადოებაში და ყველას ვუსურვებ, რომ საქართველოს ეკონომიკაში კიდევ უფრო დიდი და ძლიერი წვლილი შეიტანოს“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

კახაბერ კუჭავამ, ასევე, მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის.

„ამერიკის შეერთებული შტატების ხელშეწყობა საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებისთვის, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების სწრაფვის ხელშეწყობისთვის და ზოგადად, კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია და დიდ მადლობას მოვახსენებთ მათ ამისთვის“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, ასევე: ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა, ბიზნეს ლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნინა კობახიძემ და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) წარმომადგენლის მოადგილემ, თამარ საბედაშვილმა.

„ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის 2020“ კონკურსის გამარჯვებულ კომპანიას - „კრისტალი“ ჯილდო გადასცა პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა.

კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა კომპანია „ჯეპრამ“, ხოლო მესამე ადგილი „აჭარა“ ჯგუფმა.

***

კონკურსი - „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ გამოაცხადა ათასწლეულის ფონდმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან და ბიზნეს ლიდერთა ფედერაციასთან „ქალები მომავლისთვის“ თანამშრომლობით. ათასწლეულის ფონდმა 2016 წელს საფუძველი ჩაუყარა ყოველწლიურ კონკურსს - „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის,“ რომელიც მიზნად ისახავს გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური კომპაქტის (შეთანხმების) მიერ ჩამოყალიბებული ქალთა გაძლიერების პრინციპების პოპულარიზებას საქართველოში. 2020 წლის კონკურსში ადგილობრივ ბაზარზე მოქმედმა განსხვავებული პროფილისა და სიდიდის კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და წარმოადგინა საკონკურსო განაცხადი. საკონკურსო განაცხადები განიხილა შესარჩევმა კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ საჯარო და კერძო სექტორის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელები.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R