საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

რატი იონათამიშვილი: გავერთიანდეთ და ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ერთი ტრაგედია არა სხვა ტრაგედიების გამომწვევად, არამედ სწორი დასკვნების გამოტანისა და პრევენციის მძლავრი მექანიზმების შემუშავების გარანტად იქცეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 19 დეკემბერი 2019
რატი იონათამიშვილი: გავერთიანდეთ და ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ერთი ტრაგედია არა სხვა ტრაგედიების გამომწვევად, არამედ სწორი დასკვნების გამოტანისა და პრევენციის მძლავრი მექანიზმების შემუშავების გარანტად იქცეს

„მსურს კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ორიოდე დღის უკან იაშვილის კლინიკაში გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და სრულიად საქართველოს ეს უმძიმესი ტრაგედია. სამწუხაროდ, უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში მოზარდებისა და ახალგაზრდების მხრიდან სუიციდის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. ეს შემთხვევები საშიშ ტენდენციას იძენს. გარდა ამისა, მოდის ინფორმაციები არასრულწლოვანთა მხრიდან თვითმკვლელობის მცდელობებთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ აუცილებელია, მთელმა საზოგადოებამ მაქსიმალურად სწრაფად ვიმოქმედოთ, რათა, მსგავსმა შემთხვევებმა არ შეიძინოს მიმბაძველობის საფრთხე, მოზარდებმა კი საკუთარი თავის იდენტიფიცირება კონკრეტულ ტრაგიკულ შემთხვევებთან არ მოახდინონ“, - აღნიშნულის შესახებ ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს, აბაშაში დაფიქსირებული შემთხვევა ცხადყოფს, თუ რამდენად დიდი გავლენა ჰქონდა გოგონაზე რამდენიმე დღის უკან გარდაცვლილი არასრულწლოვანის ტრაგიკულ შემთხვევას.

„ეს ერთი შეხედვითაც ნათლად ჩანს - აბაშაში გარდაცვლილი მოზარდი, საკუთარ სოციალურ ქსელში, სწორედ გარდაცვლილი 15 წლის ბიჭის მიერ გაკეთებულ წარწერებს აზიარებდა. სწორედ ამიტომ, მსურს მოვუწოდო ყველა იმ სოციალურ მუშაკსა და ფსიქოლოგს, ასევე სამოქალაქო ორგანიზაციების იმ ნაწილს, რომლებიც არასრულწლოვანთა საკითხებზე მუშაობენ, რომ გავერთიანდეთ და ვიმოქმედოთ, რათა ამ მიმართულებით ყველა იმ დამატებით მექანიზმზე ვიფიქროთ, რაც დაგვეხმარება დავხვეწოთ უკვე არსებული სისტემა, რომლებიც მსგავსი ფატალური შემთხვევების პრევენციის შესაძლებლობას გაზრდის“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

გარდა ამისა, მან მედიის წარმომადგენლებს თხოვნით მიმართა გაითვალისწინონ, რომ თვითმკვლელობის შემთხვევების აქტიურად ტირაჟირება ძალიან მგრძნობიარეა, მითუმეტეს, როდესაც საქმე არასრულწლოვნებს ეხებათ, რადგანაც მისივე შეფასებით, ამას, იმ მოზარდთა მხრიდან, რომლებსაც გარკვეული პროტესტი უჩნდებათ სოციალური გარემოს, რეალობისა თუ სხვა საკითხების მიმართ, ქცევის გამეორების მაღალი რისკები ახლავს თან.

„ყველა კარგად უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ არასრულწლოვანთათვის სუიციდის საკითხი, ძალიან მგრძნობიარე და ფაქიზია. სწორედ ამიტომაა უმნიშვნელოვანესი არასრუწლოვანთა სუიციდის საკითხების გაშუქებისას გაანალიზდეს თანმხლები რისკები და იმოქმედონ არსებული სტანდარტებით“, - განაცხადა პარლამენტის წევრმა. მისი თქმით, აბაშაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გაშუქებისას დარღვეული იყო ყველანაირი სტანდარტი: გასაჯაროვდა გარდაცვლილი მოზარდის პერსონალური ინფორმაცია - სახელი, გვარი და საცხოვრებელი მისამართი და ა.შ. ასევე, მედია საშუალებამ ეთერში ბავშვის თვითმკვლელობის დეტალები განიხილა.

„ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ იმდენად სენსიტიურია ეს თემები, რომ აქ ყველა ინტერესი მეორე პლანზე გადადის. ყველას ვთხოვ და მოვუწოდებ, მათ შორის ახლაგაზრდებს, ნუ მოვახდენთ ლუკა სირაძის ტრაგედიასთან დაკავშირებული წარწერების ტირაჟირებას - ამან შესაძლოა ძალიან ნეგატიური ასახვა გამოიწვიოს სხვა მოზარდებში. პროტესტის გამოხატვის უამრავი ფორმა არსებობს - ნუ გამოვიყენებთ მაინც და მაინც იმ ფორმას, რომელიც ჩვენი შვილებისთვის შესაძლოა საფრთხის მატარებელი იყოს. კიდევ ერთხელ მივმართავთ მთელ საზოგადოებას, გავერთიანდეთ და ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ერთი ტრაგედია, არა სხვა ტრაგედიების გამომწვევად, არამედ, სწორი დასკვნების გამოტანისა და პრევენციის მძლავრი მექანიზმების შემუშავების გარანტად იქცეს, რათა მსგავსი უმძიმესი შემთხვევები აღარ განმეორდეს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს
21 მაისი 2021

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს

მსგავსი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა
19 მაისი 2021

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა
19 მაისი 2021

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა
18 მაისი 2021

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომა
17 მაისი 2021

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R