საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა

მედია და საზოგადოება 12 მარტი 2021
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი უძღვებოდა, კანონპროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ პირველი მოსმენით განიხილეს.

კანონპროექტი წარმოადგენს პარლამენტის წევრების: გიორგი ხოჯევანიშვილის, ეკა სეფიაშვილის, ნინო ლაცაბიძის, ანზორ ბოლქვაძისა და ვიქტორ ჯაფარიძის საკანონმდებლო ინიციატივას.

სოზარ სუბარმა საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ გააკეთა განმარტება კანონპროექტის არსთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ პანდემიიდან გამომდინარე შეფერხდა მთელი რიგი ეკონომიკური აქტივობები, რამაც გარკვეულ ბიზნესს, ძირითადად წვრილ და საშუალო ბიზნესს, შეუქმნა პრობლემები.

მისი თქმით, ჯერ კიდევ შარშან, გაზაფხულზე, თბილისის მერიას მიენიჭა გარკვეული უფლებამოსილებები, რომლებიც შემდეგ შემოდგომაზე კიდევ ერთხელ გაგრძელდა და ამ უფლებამოსილებებით მერიას აქვს უფლება, შეღავათი გაუწიოს იმ ეკონომიკურ სუბიექტებს, რომლებიც მერიისგან ქირაობენ ან მისგან აუქციონით აქვს ნაყიდი გარკვეული ფართები. მაშინ რეგიონები ამ რეგულირების მიღმა დარჩა და პარლამენტში გამოითქვა მოსაზრება, რომ იქნებ მათთვისაც მიეცათ იგივე უფლება, ვინაიდან რაიონებშიც არაერთი ასეთი სუბიექტია. სოზარ სუბარის განცხადებით, კომიტეტში ეს მოსაზრება გაითვალისწინეს და შესაბამისად წარმოდგენილ იქნა ინიციატივა.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, წარმოდგენილ ინიციატივას სავალდებულო კომიტეტებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს, თუმცა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში გამოითქვა გარკვეული შენიშვნები, კერძოდ, საკუთარ დისკრეციულ უფლებამოსილებასთან დაკავშირებით, რომელიც მიენიჭება მუნიციპალიტეტის მერს. წარმოდგენილი ცვლილებებით ეს უფლებამოსილებები არის ძალიან ფართო და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში მიაჩნიათ, რომ კანონპროექტის ინიციატორთა მიერ შემოთავაზებული უფლებამოსილების განმსაზღვრელი ეს ფორმულირება უნდა იძლეოდეს უფრო კონკრეტულ და მკაფიო ჩარჩოებს, რითაც თავიდან იქნება აცილებული ამ სწორი ინიციატივის პრაქტიკული განხორციელების პროცესში შესაძლო არასათანადო გამოყენების შემთხვევები.

ინიციატივაზე საუბრისას, საკითხზე მომხსენებელმა პარლამენტის წევრმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი მხარს უჭერს კანონპროექტის იდეას, მაგრამ გარკვეული საკითხების მეტ კონკრეტიზაციას ითხოვენ და კანონპროექტის ინიციატორები კომიტეტთან ერთად მეორე მოსმენამდე იმსჯელებენ აღნიშნული საკითხის ფორმულირებაზე. მისივე თქმით, კომიტეტში დამატებით იმსჯელეს ასევე კანონის მოქმედების ვადაზე და შეთანხმდნენ, რომ უფრო უპრიანი იქნება, თუკი ეს ვადა 1 სექტემბრის ნაცვლად, 1 ოქტომბრით განისაზღვრება.

ამგვარად, წარმოდგენილი ცვლილებები ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული ეპიდემიიდან ან/და პანდემიიდან გამომდინარე, აზუსტებს აუქციონის ფორმით პრივატიზებული მუნიციპალიტეტის (გარდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა) ქონების შემძენისთვის, სარგებლობის უფლებით გადაცემული ან მართვის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების (გარდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონებისა) მიმღებისთვის ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შეცვლის ან გაუქმების წესს.

კომიტეტმა კანონპროექტს, წარმოდგენილი შენიშვნების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R