საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა

თავმჯდომარე 12 თებერვალი 2021
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მოისმინეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში (OSCE PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარემ და დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ წარადგინა.

„2020 წელს, პანდემიიდან გამომდინარე, ფაქტიურად, ყველა ღონისძიება ონლაინ რეჟიმში ჩატარდა, შესაბამისად, საპარლამენტო დელეგაციაც მოკლებული იყო შესაძლებლობას, მონაწილეობა მიეღო რიგ ღონისძიებებში, მათ შორის, საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში“, - განაცხადა მომხსენებელმა.

ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა იმ საკითხებზე, რომლებიც მუდმოვმოქმედ კომიტეტზე იქნა განხილული. მისი თქმით, ძირითადად, ეს იყო საკითხები, რომლებიც ეხებოდა არსებული უსაფრთხოების სიტუაციის კომპლექსურობას ეუთოს რეგიონში და მათზე რეაგირებისას თანამშრომლობისა და კონსტრუქციული მიდგომის აუცილებლობას წევრი ქვეყნების მხრიდან.

საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2020 წლის ანგარიში, სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და დელეგაციის ხელმძღვანელმა, არჩილ თალაკვაძემ წარადგინა.

მისი განცხადებით, საქართველოს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის ის, რომ მას ჰყავს ძლიერი მეგობრები და თავადაც არის საიმედო პარტნიორი.

„საპარლამენტთაშორისო კავშირი (IPU) აერთიანებს 179 ქვეყნის პარლამენტს და შესაბამისად, არის საუკეთესო ფორუმი იმისთვის, რათა, ერთი მხრივ, საქართველომ მონაწილეობა მიიღოს გლობალური პოლიტიკის დისკუსიაში, მის ჩამოყალიბებაში და ასევე, საკუთარი დღის წესრიგი უფრო აქტიურად წამოსწიოს წინ, იმუშაოს იმ პარტნიორ ქვეყნებთან, სადაც ჩვენ გვაქვს ორმხრივი ინტერესები. ასეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ჩვენთვის არის დეოკუპაცია, არაღიარების პოლიტიკა და საქართველოს პარლამენტი ამ პლატფორმას სწორედ ამ მიმართულებითაც იყენებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, საპარლამენტთაშორისო კავშირის საქმიანობა გასულ წელს საგანგებო რეჟიმში გადავიდა, რამაც მნიშვნელოვნად შეაფერხა საპარლამენტო ვიზიტები და დაგეგმილი ღონისძიებები.

არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა საპარლამენტთაშორისო კავშირის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზეც და ამ კუთხით, ყურადღება ახალგაზრდების პოლიტიკურ ცხოვრებასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, კავშირისთვის ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობა. მისივე თქმით, საპარლამენტთაშორისო კავშირისთვის მნიშვნელოვან საკითხებს შორისაა ადამიანის უფლებების დაცვა, მშვიდობის განმტკიცება, კულტურათაშორისი დიალოგი და საპარლამენტო დიალოგი, ასევე, მდგრადი განვითარება და ის მიზნები, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით აქვს დასახული გაერთიანებული ერების ორგანიზაციას მდგრადი განვითარების კუთხით.

„საქართველოს დელეგაცია გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დელეგაცია და ჩვენ მომავალში ვიქნებით ასევე ძალიან აქტიურად ჩართული კონკრეტულად იმ პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში, რომელიც გლობალურად კოვიდ-19-ით გამოწვეული პრობლემების და პოსტკოვიდური გამოწვევების მართვას და მათთან კონკრეტული საჯარო პოლიტიკის გადაწყვეტილებების დაპირისპირებას მოითხოვს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს საპარლამენტთაშორისო კავშირი რამდენიმე მასშტაბურ საერთაშორისო და რეგიონულ ღონისძიებას გეგმავს, რაც კარგი შესაძლებლობაა საქართველოს პარლამენტის დელეგაციისთვის, რათა ხელი შეეწყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიღწევას, მათ შორის, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საპარლამენტთაშორისო კავშირში საქართველოს მნიშვნელოვანი პრიორიტეტი არაღიარების პოლიტიკის წინა პლანზე წამოწევაა. მისი თქმით, საპარლამენტთაშორისო კავშირი კარგი პლატფორმაა იმისთვის, რომ საქართველოს წარსულთან, კულტურასთან, იდენტობასთან ერთად, მეგობარმა ქვეყნებმა ჩვენი ქვეყნის სამომავლო ხედვა გაიცნონ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ სხდომაზე, „საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილება წარადგინა, რომლის თანახმად, საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფები და მათი შემადგენლობები განისაზღვრა.

„საპარლამენტი დიპლომატიისთვის და ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი არის მეგობრობის ჯგუფების შექმნა. ჩვენ, ამ საპარლამენტო დადგენილებით ვქმნით 92 ქვეყანასთან მეგობრობის ჯგუფს. ეს არის გაეროს წევრი თითქმის ნახევარი ქვეყნებისა და ჩვენი მეგობრობის ჯგუფების გეოგრაფიული არეალი მოიცავს როგორც ვროპას და აზიას, ასევე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას, ოკეანეთის ქვეყნებს. ჩვენი მთავარი ამოცანაა საქართველოს სახელი გავიტანოთ ამ ორმხრივი მეგობრობის ჯგუფებით არა მხოლოდ იმ ქვეყნებში, სადაც საქართველოს ისედაც კარგად იცნობენ და აქვს მხარდაჭერა, არამედ, შორეულ ქვეყნებში, სადაც საქართველოს არ აქვს საელჩოები და დიპლომატიური წარმომადგენლობა. არაღიარების პოლიტიკის წარმატებით განხორციელებისთვის მეგობრობის ჯგუფები არის საუკეთესო საშუალება, აქედან გამომდინარე მეგობრობის ჯგუფების შექმნა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სხდომაზე ასევე, განიხილეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ ფაკულტატური ოქმი, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ წარადგინა.

მისი განმარტებით, კონვენციას და მის ფაკულტატურ ოქმს საქართველომ ხელი 2009 წლის 10 ივლისს მოაწერა. თუმცა, საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 26 დეკემბრის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა გაერთიანებული ერების
ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენცია“, ხოლო ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება არ მომხდარა.

„ჩვენ, ბოლო 10 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით შშმ პირთა უფლებების გაძლიერების თვალსაზრისით. მათ შორის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო 2020 წელს, პარლამენტის მიერ მიღებული შშმ პირთა უფლებების ახალი კანონი, რითაც კიდევ უფრო მაღალი სტანდარტი დააყენა შშმ პირთა უფლებების თვალსაზრისით“, - განაცხადა მომხსენებელმა.

მისი განმარტებით, ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებით, შშმ პირებს შესაძლებლობა მიეცემათ ინდივიდუალური საჩივრით მიმართონ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს და ინდივიდუალური უფლებადარღვევის შემთხვევაში, კომიტეტს საშუალება მიეცემა განიხილოს აღნიშნული საჩივარი. მომხსენებლის განმარტებით, კომიტეტში საჩივრის წარდგენამდე, გასაჩივრების ყველა ეტაპი საქართველოში უნდა გაიაროს, რის შემდგომაც კომიტეტს შესაძლებლობა ექნება განიხილოს აღნიშნული საჩივარი.

სხდომაზე აგრეთვე მხარი დაუჭირეს ოპოზიციის კვოტით საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ დავით ზილფიმიანის არჩევის საკითხს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

22 ივნისი 2021

ნიკოლოზ სამხარაძე  საქართველოში ავსტრალიის ელჩს  შეხვდა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R