საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა

მედია და საზოგადოება 19 Apr 2021
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა

„2015 წლის 15 ოქტომბრის „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (ქუთაისის წყალარინება) N1 ცვლილებისა და უარის თქმის წერილი“ განიხილეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი უძღვებოდა.

საკითხი განსახილველად ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. წარმოდგენილი ხელშეკრულების მიხედვით, ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილია 100 მლნ. ევროს ოდენობის სესხი, რომლითაც გათვალისწინებულია ქუთაისში წყალარინების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება.

ხელშეკრულების მიხედვით, პროექტის განხორციელების ვადები იყო 2016-2020 წლები. გამომდინარე იქიდან, რომ პროექტის განხორციელება დაიწყო გვიან და წარმოიშვა ტენდერთან დაკავშირებული გარკვეული შეფერხებები, ვერ მოხერხდა პროექტის დროულად დასრულება.

შესაბამისად, ხელშეკრულებაში საჭირო გახდა ცვლილებების შეტანა, რომელიც ითვალისწინებს სესხის ჩამორიცხვის ბოლო ვადის 2020 წლის 23 დეკემბრიდან 2024 წლის 23 დეკემბრამდე გადაწევას. ხოლო პროექტის განხორციელების ვადები იქნება 2021-2026 წლები.

წარმოდგენილი წერილის პროექტი ასევე ითვალისწინებს დონორის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის მხოლოდ პირველი მინიმალური ჩამორიცხვის მოთხოვნაზე უარის თქმას.

კომიტეტის სხდომაზე, „საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმებების ცვლილებების შეთანხმება“ განიხილეს, რომლის მიხედვით, LIBOR-ის კვოტირება აღარ იქნება მოთხოვნილი ლონდონის ბანკთაშორის ბაზარზე, ასევე, შესაძლებელია მომავალში გაუქმდეს EURIBOR-იც.

იმისათვის რომ, შენარჩუნდეს შესაბამისობა დაფინანსებასა და ხარჯებს შორის,  ბანკი შეიმუშავებს ალტერნატიულ საბაზისო განაკვეთს, რაც გულისხმობს შეთანხმებებში ცვლილებების განხორციელებას.

ცვლილების თანახმად, ბანკი ყველა ვალუტისთვის გამოიყენებს შესაბამის საბაზისო განაკვეთს და შესაბამის მარჟას, რომელიც განისაზღვრება გონივრულად და არ წარმოქმნის მსესხებლისთვის ახალ ფინანსურ ვალდებულებას.

 „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი სხდომაზე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ წარადგინა.

კანონპროექტით, ხდება მოქმედ კანონში არსებული ხარვეზის გასწორება. კანონპროექტის მიზანია უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირისთვის გასაცემი სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების წესი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი ამავე კანონის მიზანთან - სახელმწიფო კომპენსაცია წარმოადგენდეს საქართველოს მოქალაქეთა სოციალური დაცვის გარანტიას სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის გამო.

დღეისათვის უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირის კომპენსაცია 65 წლის ასაკის მიღწევისას შეადგენს უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტისათვის მის მიერ დაკავებული უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის ბოლო ერთი წლის განმავლობაში განსაზღვრული საშუალო თანამდებობრივი სარგოს მესამედს, რაც ხშირად უკავშირდება 15-20 წლის წინ არსებულ დაბალ თანამდებობრივ სარგოს.

აღნიშნული, არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს პირებს, ვინც, მაგალითად, დაასრულა კარიერა 15-20 წლის წინ და გავიდა პენსიაზე 5-10 წლის წინ. შესაბამისად, კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილების თანახმად, უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირს 65 წლის ასაკის მიღწევისას დაენიშნება კომპენსაცია, რომლის ოდენობაც იქნება დიპლომატიურ სამსახურში მის მიერ დაკავებული ბოლო უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის თანამდებობრივი სარგოს მესამედი, რაც დაითვლება კომპენსაციის დანიშვნის მომენტისათვის შესაბამისი თანამდებობისთვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს ოდენობიდან.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა განიხილა წარმოდგენილი კანონპროექტი და მიაჩნია, რომ მისი მიღება აღმოფხვრის არსებულ დისკრიმინაციულ მიდგომას, გამოასწორებს საკანონმდებლო ხარვეზს და ხელს შეუწყობს კანონის მიზნების სრულფასოვან შესრულებას.

კომიტეტის წევრებმა მხარი ასევე დაუჭირეს სხდომაზე განხილულ, სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 Apr 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 Nov 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 Nov 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

22 Jun 2021

ნიკოლოზ სამხარაძე  საქართველოში ავსტრალიის ელჩს  შეხვდა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 May 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R