საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა

მედია და საზოგადოება 23 აპრილი 2021
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა

1957 წლის 30 სექტემბრის „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ ევროპულ შეთანხმების (ADR) 1(ა) მუხლში, 14(1) მუხლსა და 14(3)(ბ) მუხლში შესწორებების შეტანის შესახებ ოქმი“ განიხილეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი უძღვებოდა.

საკითხი განსახილველად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა წარადგინა.

შეთანხმების მიზანს წარმოადგენს, სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების უსაფრთხოების გაზრდა სახიფათო ტვირთების ტრანსპორტირების ეკონომიკურად მისაღები პირობებისა და გადაზიდვის უსაფრთხოების უმაღლესი დონის უზრუნველყოფის გზით.

შეთანხმებას საქართველო 2016 წელს შეუერთდა, თუმცა არ განხორციელებულა 1957 წლის 30 სექტემბრის „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ ევროპული შეთანხმების 1(ა) მუხლში, 14(1) მუხლსა და 14(3)(ბ) მუხლში შესწორების შეტანის შესახებ ოქმის აღიარება იმ ერთ-ერთი მექანიზმით, რომელიც გათვალისწინებულია ხსენებული ოქმის მეოთხე მუხლში.

„ცვლილებები ეხება მოძრავი შემადგენლობის, როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების, ასევე, გამწევი და სატვირთო ძარას დეფინიციას, მეორე ცვლილება ეხება  25-ზე მეტი კმ/სთ სიჩქარით მოძრავი სატვირთო შემადგენლობას“, - განაცხადა მომხსენებელმა.

მისივე განმარტებით, 1993 წლამდე არსებული დოკუმენტი ითვალისწინებდა, რომ ნებისმიერი ცვლილების განხორციელება გაეროს გენერალურ მდივანს შეეძლო, ახლა კი, ხელმომწერ მხარეებსაც ექნებათ შესაძლებლობა ცვლილებები განახორციელონ.

კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის და დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში (GUAM PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციების 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშები.

„პარლამენტმა დაიკავა ფუნდამენტურად განსხვავებული და გაცილებით მნიშვნელოვანი ადგილი საქართველოს საგარეო ურთიერთობებში და შიდა პოლიტიკაში. ამიტომ ამ მოწვევის პარლამენტიდან, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩვენს საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებს უცხოეთთან. ამ თვალსაზრისით, ეს ორი მოხსენება არის მნიშვნელოვანი, რომელიც შემდგომ პლენარულ სხდომაზე იქნება წარდგენილი“, - აღნიშნა გიორგი ხელაშვილმა. 

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2020 წლის ანგარიში სხდომაზე, დელეგაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით სერგეენკომ წარადგინა. მან ფორმატის ფარგლებში  განხორციელებულ ვიზიტებსა და ღონისძიებებზე ისაუბრა.

მისი თქმით, საანგარიშო წლის განმავლობაში გაიმართა  მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომა; გენერალური ასამბლეის რიგით 55-ე და 56-ე სესია ასევე, კულტურის, განათლებისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომები.

„შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა არის შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი, რომელიც ჩამოყალიბდა 2012 წელს და  მას შემდეგ სტრუქტურირდა იმისთვის, რომ გაჩნდეს პოლიტიკური, ეკონომიკური და ბოლო პერიოდში, პანდემიასთან დაკავშირებით უკვე საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებზე ეფექტური თანამშრომლობის  ახალი შესაძლებლობები“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში (GUAM PA) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში, კოლეგებს, დელეგაციის ხელმძღვანელმა გიორგი ხელაშვილმა წარუდგინა.

მისი ინფორმაციით, 2020 წლის განმავლობაში სუამის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში განხორციელდა 2 საერთაშორისო ვიზიტი და გაიმართა სუამის საპარლამენტო ასამბლეის 2 დისტანციური (ვიდეო) ღონისძიება - ასამბლეის ბიუროს საგანგებო სხდომა და ასამბლეის ოთხი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა.

მომხსენებლებმა კომიტეტის წევრებს ასამბლეების ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

გიორგი ხელაშვილმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, წელს საქართველო არის სუამის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ქვეყანა.

„ვინაიდან, წელს, საქართველო სუამის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ქვეყანაა, გვაქვს განზრახვა, რომ თბილისში სპიკერების კონფერენცია ჩატარდეს, რომელიც მოიცავს არა მარტო სუამის ქვეყნებს, არამედ, ამას დაემატება ბალტიის და ჩრდილოეთ სკანდინავიის ქვეყნების, ვიშეგრადის ქვეყნების სპიკერები და ასევე, იმედი გვაქვს რომ შემოგვიერთდებიან ბენილუქსის ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეები. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ არა მარტო სუამის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, არამედ, რეგიონულ ფორმატში, გვინდა საპარლამენტო კონტაქტების გააქტიურება, რაც გულისხმობს იმას, რომ შევქმნათ ერთიანი პოლიტიკური დისკუსიის სივრცე აღმოსავლეთ ევროპაში და კავკასიაში და ამას პირველად, სწორედ საქართველოს დედაქალაქმა უმასპინძლოს“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.  

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

22 ივნისი 2021

ნიკოლოზ სამხარაძე  საქართველოში ავსტრალიის ელჩს  შეხვდა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R