საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე სტრასბურგში პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური დელეგაციის წევრია
მედია და საზოგადოება 22 აპრილი 2013
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელობასთან და ევროპის საბჭოს წევრ სხვადასხვა დელეგაციის წარმომადგენლებთან. ვიქტორ დოლიძის განცხადებით: "გამომდინარე იქიდან, რომ ეს საქართველოს პრემიერის პირველი გამოსვლაა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე, ევროპელი კოლეგები მას დიდი ინტერესით ელიან. ასევე დიდია მოლოდინი პრემიერთან პირადი კონტაქტისა, მნიშვნელოვანია მაქსიმალურად მოხდეს ამ კომუნიკაციის გამოყენება."-აცხადებს ვიქტორ დოლიძე.