საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, თომას მიულმანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

მედია და საზოგადოება 04 მარტი 2021
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, თომას მიულმანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ  ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, თომას მიულმანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები, ერთმანეთს გაუზიარეს სამომავლო გეგმები და შეთანხმდნენ თანამშრომლობის მეტად გააქტიურებაზე, განსაკუთრებით საპარლამენტო მიმართულებით.

„როგორც მოგეხსენებათ საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის ჩამოყალიბებულია მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები, იქნება ეს პოლიტიკური, თუ სავაჭრო-ეკონომიკური, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, პოლიციის, კულტურისა და განათლების სფეროებში. ელჩთან შეხვედრისას ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც აქტუალურია, როგორც პარლამენტში მუშაობის კუთხით, ასევე, ზოგადად, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების მხრივ. ბატონ მიულმანს გავაცანი ჩვენი პოზიციები მისთვის საინტერესო საკითხებზე. ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში გააქტიურებული ურთიერთობების გათვალისწინებით, შევთანხმდით ერთობლივ მუშაობაზე გარკვეული საკითხების მიმართულებით. მათ შორის, ერთ-ერთი იქნება საპარლამენტო დიპლომატიის პრაქტიკის გაზიარება ავსტრიის და საქართველოს პარლამენტებს შორის. საუბრისას ორივე მხარემ გამოვხატეთ მზაობა საკანონმდებლო დონეზე თანამშრომლობის კუთხითაც. ორ ქვეყანას შორის ინტენსიურად მიმდინარეობს საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა. საქართველოს პარლამენტში შექმნილია ავსტრიასთან მეგობრობის ჯგუფი, ხოლო ავსტრიის პარლამენტში მოქმედებს ავსტრია-საქართველოს მეგობრობის ჯგუფი, შესაბამისად შევთანხმდით აღნიშნული ფორმატის გააქტიურებაზე“, - განაცხადა კახა კუჭავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R