საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტი, ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, ჯანი ბუკიკიოს შეხვდა

მედია და საზოგადოება 28 იანვარი 2021
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტი, ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, ჯანი ბუკიკიოს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტი, ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, ჯანი ბუკიკიოს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტსა და ვენეციის კომისიას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და იმ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე ისაუბრეს, რომელიც ვენეციის კომისიაში განიხილება.

„ჩვენ ძალიან კარგი დისკუსია გვქონდა საქართველოს პარლამენტის წევრებთან, რომელიც ეხებოდა საქართველოსა და ვენეციის კომისიას შორის თანამშრომლობას. ეს თანამშრომლობა უკვე დიდი ხანია გრძელდება და ის ჯერ კიდევ 1990-იან წლებში დაიწყო. შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ვენეციის კომისიის ერთ-ერთი საუკეთესო პარტნიორია. თქვენმა პარლამენტმა არაერთხელ მოგვმართა რეკომენდაციის თხოვნით. ამჯერად ვმუშაობთ ორ პროექტზე. პირველი ეხება არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს და პარლამენტის თავმჯდომარესთან შევთანხმდით, რომ ამ რეკომენდაციის პროექტს ვენეციის კომისიის მიერ მის დამტკიცებამდე გავაგზავნით, რაც სავარაუდოდ, თებერვლის მეორე ნახევარში მოხდება. მეორე რეკომენდაცია ეხება ელექტრონული კომუნიკაციების კანონს - ამ შემთხვევაში, გავყვებით ჩვეულ პროცედურას და რეკომენდაციას 19-20 მარტს დავამტკიცებთ. სამწუხაროდ, ვერ ვახერხებთ საქართველოში ჩამოსვლას, რათა შევხვდეთ მთავრობას, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. მათთან გვექნება ონლაინ დისკუსიები, რათა უკეთ დავინახოთ სრული სურათი“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა.

ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას ევროპის ასევე საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, კახა კუჭავა და დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი ესწრებოდნენ.

„ჩვენ ვისაუბრეთ იმ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე, რომელიც განიხილება ვენეციის კომისიაში. ასევე, ვისაუბრეთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დაგეგმილ სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივაზე. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობა და შესაბამისი რეკომენდაციების გაზიარება. უახლოეს მომავალში ველოდებით რეკომენდაციებს, რომელსაც ვენეციის კომისია მოგვაწვდის აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R