საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა

მედია და საზოგადოება 23 მარტი 2021
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა

გაიმართა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა, რომელსაც ამავე ჯგუფის ხელმძღვანელი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე უძღვებოდა.

სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სამი ანგარიში განიხილეს, კერძოდ: „შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ 2015-2017 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში“, „ტუბერკულოზის პრევენცია და მკურნალობა“ ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში“, „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის 2017-2018 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში“.
საკითხები, შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა თორნიკე შერმადინმა, ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კაპანაძემ და სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა ზაზა შეყილაძემ გამოიტანეს.

სხდომის მუშაობაში პარლამენტის წევრების გარდა, მონაწილეობდნენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, მათ შორის, გენერალური აუდიტორის მოადგილე დავით გოგიჩაიშვილი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია.


ამგვარად, სხდომაზე წარმოდგენილი იყო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სამი ანგარიში - ორი შესაბამისობის აუდიტის და ერთი ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში.

„ყურადღება მსურს მივაპყრო ეფექტიანობის აუდიტს, რომელიც ეხება ტუბერკულოზის პრევენციას და მკურნალობას, რომელიც არის საერთაშორისო პარალელური აუდიტი და GIZ-ის დახმარებით და მათი ჩართულობით ეს აუდიტი განხორციელდა პარალელურად საქათველოში, უკრაინასა და აზერბაიჯანში. ჩვენი სამსახური, როგორც ეფექტიანობის აუდიტში წამყვანი და ლიდერი ამ ქვეყნებს შორის, წამყვან როლს ასრულებდა აუდიტის პროცესში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აუდიტის სამსახურის მაღალ ინსტიტუციონალურ შესაძლებლობებს და ეს შეუძლებელი იქნებოდა პარლამენტის აქტიური დახმარების და ჩართულობის გარეშე“, - განაცხადა გენერალური აუდიტორის მოადგილემ.

სხდომის მონაწილეებს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის შესაბამისობის აუდიტის შედეგები გააცნო ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა თორნიკე შერმადინმა. მისი თქმით, აუდიტი ეხებოდა 2015-2017 წლებს და ძირითადად მოიცვა სახელმწიფო შესყიდვების სფერო, C-ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის, ასევე საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები, დებიტორული დავალიანებების მართვა. სულ გაცემული იყო 7 რეკომენდაცია.

აუდიტის შედეგებზე განმარტებები გააკეთა თამარ გაბუნია და განაცხადა, რომ აღნიშნული პერიოდის შემდეგ მთლიანად შეიცვალა კლინიკის მართვის მოდელი, რეკომენდაციები ყველა საყურადღებოა და ისინი აუცილებლად იქნება გათვალიწინებული.

პარლამენტის წევრების განცხადებით, აუდიტის მიერ 2015-2017 წლებში კლინიკაში გამოვლენილია სერიოზული დარღვევები და მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი ორგანოები დაინტერესდნენ ამ საქმით.
ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის გიორგი კაპანაძის განცხადებით, რომელმაც წარმოადგინა „ტუბერკულოზის პრევენცია და მკურნალობა“ ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში“, ეს პროცესი შარშან დასრულდა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ბლოკში შემავალ რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ჩატარდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აუდიტის ფარგლებში შეისწავლა, თუ რამდენად გამართულად ფუნქციონირებს ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის პრევენციული მექანიზმები და რამდენად ეფექტიანია მოქმედი დამხმარე მექანიზმები ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტის მკურნალობისათვის.

მომხსენებლის ინფორმაციით, საქართველო ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით, გამოირჩევა ტუბერკულოზის მაღალი გავრცელებით, თუმცა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა დაავადების დაღმავალი ტენდენცია როგორც გავრცელების, ისე ახალი შემთხვევების რაოდენობით. ამის მიუხედავად, შესწავლის შედეგად, გარკვეული ნაკლოვანებებიც გამოვლინდა როგორც პრევენციული, ისე მკურნალობის დამხმარე მექანიზმების მიმართულებით. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილ ნაკლოვანებებზე სულ 6 რეკომენდაცია გაიცა.

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის 2017-2018 წლების შესაბამისობის აუდიტის განხორციელებისას აუდიტის საგნად განისაზღვრა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისობა მოქმედ საკანონმდებლო და სხვა მარეგულირებელ ნორმებთან.

როგორც საკითხის წარდგენისას, სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა ზაზა შეყილაძემ აღნიშნა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილ ნაკლოვანებებზე სულ გაიცა 5 რეკომენდაცია. მან გააცნო სხდომის მონაწილეებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის განხორციელებისას აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილი მიგნებები და რეკომენდაციები.

საკითხი, მათ შორის, ეხებოდა მედიკამენტების შესყიდვებს, ხარჯვას, პროგრამის შეფასების ინდიკატორებს, შიდა კონტროლის სისუსტეებს. აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ მედიკამენტების მოცულობის განსაზღვრისას გათვალისწინებული არ იყო ბენეფიციართა დაბალი მიმართვიანობა და შეძენილი მედიკამენტების რაოდენობა მის ხარჯვასთან შედარებით მაღალი იყო, რამაც გამოიწვია არაოპტიმალური მარაგების შექმნა და გაზარდა საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური ხარჯვის რისკი. როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ განმარტა, ყოველივე ამის გათვალისწინებით, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული პროგრამის განხორციელების მექანიზმი ძირეულად შეცვლილიყო, რაც სახელმწიფოს ფინანსური რისკებისგან იცავს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფი მომავალშიც გააგრძელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ სხვადასხვა უწყებასა და სამსახურში განხორციელებული აუდიტების ანგარიშების მოსმენას.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R