საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საკომიტეტო ფორმატში, პარლამენტის წევრები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის ანგარიშს გაეცნენ

მედია და საზოგადოება 26 აპრილი 2021
საკომიტეტო ფორმატში, პარლამენტის წევრები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის ანგარიშს გაეცნენ

თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეს, ალექსი ბატიაშვილს მოუსმინეს, რომელმაც სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა.

სხდომის დასაწყისში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განცხადება გააკეთა და განსახილველი ანგარიშის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ეს არის ის საქმიანობა, რომელსაც ჩვენ ანგარიშვალდებულებისა და ზედამხედველობის მექანიზმების ფარგლებში ყოველწლიურად ვახორციელებთ. ანგარიში საინტერესო დოკუმენტია, სადაც მკაფიოდ და დეტალურად არის აღწერილი ის საფრთხეები და გამოწვევები, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას და ანგარიშში საუბარია საფრთხეების ნეიტრალიზაციისთვის სამსახურის მიერ გაწეულ საქმიანობაზე. ჩვენ როგორ კომიტეტის, ასევე ნდობის ჯგუფის ფარგლებში, ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს უსაფრთხოების სამსახურთან და როგორც პროაქტიულ რეჟიმში, ასევე მოთხოვნის საფუძველზე ვღებულობთ იმ ინფორმაციას, რაც აუცილებელია საზედამხედველო და სხვადასხვა მიზნებისთვის და შესაბამისად, ეს თანამშრომლობა პროდუქტიული და ნაყოფიერია“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირველმა მოადგილემ თავისი გამოსვლა საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების საფრთხეებზე და გამოწვევებზე საუბრით დაიწყო და ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე გაამახვილა. მისი ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოს წინაშე მდგარ მთავარ საფრთხესა და გამოწვევას კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია წარმოადგენდა.

„ოფიციალური მოსკოვი განაგრძობდა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკას, ცენტრალური ხელისუფლებისგან ოკუპირებული რეგიონების იზოლაციისა და საოკუპაციო ხაზით გაყოფილი მოსახლეობის გაუცხოებისაკენ მიმართულ პროცესს. რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ფაქტობრივი ანექსიის კონტექსტში ხაზგასასმელია 2020 წლის 12 ნოემბერს რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ე.წ. ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის „დამტკიცება“. ამასთან, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის ე.წ. აფხაზეთის მოქალაქეობის გამარტივებული მინიჭებისა და მათზე უძრავი ქონების, მათ შორის ე.წ. სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების „გასხვისების“ შესაძლებლობას აჩენს. 2020 წლის განმავლობაში მნიშვნელოვან გამოწვევად დარჩა ანექსიის პირდაპირი საფრთხე ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით, რადგან ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმი რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხს ღიად უჭერს მხარს“, - აღნიშნა ალექსი ბატიაშვილმა.

მისივე განცხადებით, ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ განთავსებული რუსეთის საოკუპაციო ძალები და მძიმე სამხედრო ტექნიკა ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს აზიანებს და რეგიონულ საფრთხესა და საერთაშორისო გამოწვევას წარმოადგენს.

სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ შიდაპოლიტიკურ გამოწვევაზე, ეკონომიკურ და სოციალურ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კორონავირუსის პანდემიის ფონზე ოკუპირებული რეგიონების ე.წ. ჯანდაცვის სისტემა რუსეთის მხრიდან გაწეულ ფინანსურ და მატერიალურ დახმარებაზე სრულად დამოკიდებული გახდა. მანვე საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობებზე და „ჰიბრიდული ომის“ ინსტრუმენტების გამოყენებაზე ისაუბრა, რომელიც მისივე შეფასებით, საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას, საზოგადოებაში ნიჰილიზმისა და პესიმისტური განწყობის გაღვივებას ემსახურება.

„საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს ხანგრძლივი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. ამ მხრივ განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ზაზა გახელაძის და ირაკლი ბებუას საკითხი. აღნიშნული პირების მიმართ საოკუპაციო რეჟიმმა განსაკუთრებით უსამართლო და არაჰუმანური მიდგომა გამოიყენა და მათ მრავალწლიანი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა“, - განაცხადა მომხსენებელმა.

ალექსი ბატიაშვილმა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2020 წლის განმავლობაში სუს-მა ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით უკანონო „ბორდერიზაციის“ 16, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 60 შემთხვევა გამოავლინა. მისივე ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების დესტრუქციული მიდგომების გამო ჩაკეტილი იყო ე.წ. გადასასვლელი პუნქტები, რამაც ოკუპირებულ რეგიონებში, განსაკუთრებით გალსა და ახალგორის მცხოვრებთა ყოველდღიურობა მნიშვნელოვნად გააუარესა.

სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ აღნიშნულ პროცესებში საერთაშორისო მექანიზმების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების მოთხოვნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები ფარგლებში და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე მწვავედ დაისვა. მისივე თქმით, აღნიშნულ შეხვედრებზე სუს-ის წარმომადგენლებმა დეტალურად განიხილეს ოკუპირებულ რეგიონებსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი, რომელიც უსაფრთხოების გარემოს უკიდურესად აზიანებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების და კონტრდაზვერვითი საქმიანობაზე საუბრისას, ალექსი ბატიაშვილმა განაცხადა, რომ საანგარიშო პერიოდში სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოძიება 12 სისხლის სამართლის ფაქტზე დაიწყო, აქედან 7 პირის მიმართ უკვე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, 9 პირზე კი სასამართლო განხილვა გრძელდება. რაც შეეხება უსაფრთხოების გარემოზე რეგიონში განვითარებულ მოვლენებს, ამ მხრივ, რთულ გამოწვევად, მომხსენებელმა 2020 წელს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირება და მასთან დაკავშირებული საფრთხეები აღნიშნა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის წარდგენისას ალექსი ბატიაშვილმა დეზინფორმაციასა და ე.წ. რბილი ძალის საფრთხეებზე, კიბერუსაფრთხოებაზე, ტერორიზმის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, სამართლებრივი ბაზის და ინსტიტუციურ განვითარებაზე ისაუბრა. ანგარიშის წარდგენის შემდეგ, კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, დახურულ რეჟიმში გაგრძელდა, სადაც კომიტეტის წევრებმა სუს-ის უფროსის პირველ მოადგილეს და სხვადასხვა სტრუქტურული უწყების ხელმძღვანელს კითხვებით მიმართეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R