საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა
მედია და საზოგადოება 29 მარტი 2021

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღეს საქართველოს პარლამენტის წევრის, თეა წულუკიანისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა.
კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, თეა წულუკიანს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება უწყდება. კომიტეტის გადაწყვეტილება გაეგზავნება პარლამენტის ბიუროს. ამის შემდეგ მომზადდება პარლამენტის დადგენილება, რომელსაც პლენარულ სხდომაზე ეყრება კენჭი.
კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ საკითხს.